• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:48 08-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მმართველი გუნდის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მიწის ნაკვეთების მელიორაცია, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

 „თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი მოსახლეობისთვის, განათლება, სპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბოლნისს. კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის მაგალითად მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება – პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა – ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ  გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება. იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ბოლნისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved