• რეკლამა
  • კონტაქტი
15:01, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაჩუქარ ვაქცინას რუსებს ვუკეთებთ, ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდა ერი, ტფუ!!!” – წერილი ბათუმიდან

ალია ავტორი - ალია
19:26 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

თამთა ნიგურიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გაფრთხილება, სუსტი ნერვების მქონე ხალხმა, ანუ ვინც ფიქრობს, რომ ბათუმზე მხოლოდ “პოჟიტივები” უნდა ვპოსტო, არ წაიკითხოთ!

ბათუმში, რესპუბლიკურში (სხვაგანაც ალბათ, არ ვიცი) რუსი ტურისტები ურიგოდ შედიან და იკეთებენ აცრას.

ქართველები დგანან რიგში და უცდებათ სამსახური, რუს ტურისტებს “საგულაოდ” ეჩქარებათ.

ირონიული იქნებოდა ეს ყველაფერი, წიგნში რომ წამეკითხა, ან ფილმში მენახა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხდება.

აგვისტოს ომის დღეებია, საქართველოს მოქალაქეები კოვიდით იღუპებიან, დღეში ათეულობით და ოკუპანტი ერის ტურისტები ჩვენთან ურიგოდ იცრებიან.

ოღრაში ბიძერები @რაკში უძვრებიან, ნატაშებო, გენაცვალეთ, ხელს უსვამენ მხარზე და თვალებიდან დუჟი სდით.

ფუ!

ხო, მართლა, მიწა, წყალი, ზღვა, მთა, მოაზროვნე ადამიანები, გაგიკვირდებათ და მეც მიყვარს.

მიგი@@@@თ ასეთი პატრიოტიზმი, ასეთი სტუმარ-მასპინძლობა, ასეთი ადამიანობა, ვინც ეს მოიფიქრა და ვინც რუს ტურისტებს უძვრებით, ყველას!

ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდა ერი. ტფუ!!!

ნაჩუქარ ვაქცინას რუსებს ვუკეთებთ.

ქართველები კიდე, იი, არ ავიცრებიი, რა მომკლავს რა მნიშვნელობა აქვს…

მაგრად მაწყობს, რეიკარნაციის თეორია, ვიტყოდი, წინა ცხოვრებაში უსაზიზღრსი ვიღაც ვიყავი და სასჯელად ღმერთმა საქართველოში დაბადება მომივლინა-მეთქი.”

“ალიამ” სცადა ბათუმის რესპუბიკურ საავდმყოფოსთან დაკავშირება და თუ ინფორმაციას მოგვაწვდიან, აქვე განვაახლებთ მასალას.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს 30 ივლისის განცხადების თანახმად, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია 3 დაწესებულებაში შეეძლებათ.

თბილისში – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა;

ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო;

ქუთაისში – ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის:

საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე;

სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;

საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები,

იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

№164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი,მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე

ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეუძლია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობასაც, მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს.

ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვაქცინირებული პირების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განხორციელდება მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ.

თეგები: ბათუმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved