• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წამლების მიღება უნდა შეწყვიტოთ ვაქცინამდე 2 კვირით ადრე? – ” აცრის ადგილი, ორი დღის მანძილზე, დღეში რამდენჯერმე, 5 წუთის განმავლობაში უნდა გავაციოთ” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:06 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

– არის თუ არა რამე კვლევები საჭირო აცრის გაკეთებამდე? უნდა გამოირიცხოს თუ არა, აცრამდე კოვიდი? ან აცრის გაკეთების შემდეგ თუა საჭირო კვლევები?

– აცრის წინ კვლევები არ არის საჭირო, აცრის წინ საჭიროა გამოკითხვა, ანამნეზის მოყოლა. აცრის დროს პრობლემა შეიძლება შეექმნას იმ ადამიანს, ვინც იღებს ჰორმონალურ პრეპარატებს, ან პროტეინებს. ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება ვექტორული ვაქცინის გაკეთება და მისაღებია რნმ-ზე დაფუძნებული ფაიზერი, ან მოდერნა. რაც შეეხება კოვიდს, იგი უნდა გამოირიცხოს, თუ არის რამე ტიპის სიმპტომი, თუმცა, რომც იყოს, აქაც, ამ შემთხვევაში რნმ-ის ვაქცინა, ფაიზერი და მოდერნა არ შექმნის პრობლემას. იყო შემთხვევა, აცრის წინ კორტიზოლი გაუკეთეს პაციენტს, არ შეიძლება, შესაძლოა თრომბოემბოლია გამოიწვიოს. აცრის წინ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი გაუკეთეს პაციენტს და მე დამირეკა, ვუთხარი, რომ ერთი კვირა აცრა არ გაეკეთებინა. საერთოდ, თრომბოემბოლიური პრობლემების მქონე პაციენტებს, რომლებიც ანტიკოაგილანტურ მკურნალობას გადიან, სჭირდებათ რნმ ტიპის ვაქცინით აცრა.

რაც შეეხება აცრის შემდგომ პერიოდს, აი, მერე კი არის საჭირო ყურადღება. პირველ რიგში, აცრის ადგილი, ორი დღის მანძილზე, დღეში რამდენჯერმე 5 წუთის განმავლობაში უნდა გავაციოთ. დავაკვირდეთ თავს, თუ სადმე შევამჩნევთ სისხლჩაქცევების ლაქას, სუნთქვის დამძიმების შეგრძნებას, ფეხების სიმძიმეს, მერე საჭიროა დ დიმერის ანალიზის გაკეთება და სისხლის საერთო ანალიზში თრომბოციტების ნახვა. რაც შეეხება კოვიდგატანილს, ინფექციის გადატანიდან 10-15 დღის ვადაში რომც ჰქონდეთ დ დიმერი მაღალი, მერე მასზე რეაგირება გაცილებით სარისკოა. საქართველოში, ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ დ დიმერზე, თუ იგი არის 500-550 უკვე პანიკაში არიან. 800-მდე დ დიმერი მისაღებია აცრის და კოვიდის შემდეგ. დ დიმერის ანალიზი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, დინამიკაში როგორია და პარალელურად როგორია ცე რეაქტიული პროტეინიტი, მათ კოლერილებას უნდა დავაკვირდეთ. რომელია აწეული და როგორ? ეს გეუბნება პროცესი ანთებითია, იმუნოლოგიური, თუ ბაქტერიაა. ბაქტერიული დაავადებებიც იწვევს ფილტვის დაზიანებას და არაერთი შემთხვევა ყოფილა უკვე ასეთი. ასეთ დროს, კორტიზოლის მიღებისას, იმუნური რეაქცია არ იქნება და იმუნური სისტემა მისივე მტერი გახდება. მძიმე კოვიდავადმყოფების მხოლოდ 20 პროცენტს უზიანდება ფილტვი, დანარჩენებში სხვა პრობლემები იჩენს თავს.

– არაერთი უკუჩვენება წერია ოფიციალურ დოკუმენტში, არაერთი შემთხვევაა ჩამოთვლილი, როცა ვაქცინამ შეიძლება გვერდითი მოვლენა გამოავლინოს. როგორ მოვიქცეთ, ყველა ამ დაავადებაზე წინაწარ ჩავიტაროთ კვლევა?

– მარტივია, ყველანაირ ვაქცინასთან – თუ იღებ ჰორმონალურ წამლებს, თუ იღებ სტეროიდებს, 2 კვირით ადრე უნდა შეწყვიტო, ან რმ-ის ტიპის ვაქცინა, ფაიზერი და მოდერნა გაიკეთო და იმ შემთხვევაში, თუ აცრის გაკეთებიდან 2-3 დღეში, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებს შეამჩნევ ანალიზები გაიკეთო, მეტი არაფერი. 2,5 მილიარდამდე აცრაა გაკეთებული მსოფლიოში უკვე. 500 000-დან მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა თრომბოემბოლიის შემთხვევა ფაიზერის გაკეთების შემდეგ და 150 000-დან ასევე მხოლოდ ერთს – ასტრაზენეკას გაკეთების შემდეგ. საერთოდ კი, ვინც თრომბოემბოლიის რისკის ქვეშა, სჯობს ასტრაზენეკა არ გაიკეთოს. კიდევ უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს ჩინურ ვაქცინებს. სპეკულაციას არ დავიწყებ, მიზეზი არ ვიცი, არ ვიცი, დოზირებაა ნაკლები, თუ სხვა მიზეზია. ჩინურ ვაქცინას ჰქონდა წლის დასაწყისში გარკვეული პრობლემები და რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა კიდევ, მაგრამ ახლა, უკვე 800 მილონი ადამიანია აცრილი ჩინური ვაქცინებით, მათ შორის აზიის, აფრიკის, ქვეყნები, ინდოეთი და კარგი შედეგიც აქვს გვერდითი ეფექტების მხრივ, თორემ, ანტისხეულების მხრივ, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ ქართველი ექიმები, რის გამოც კოვიდპაციენტები იღუპებიან? – რას უყვება „ალიას“ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი?
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved