• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცი სხვა ქვეყანა თუ არის, რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა – ორჯერ” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:38 08-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი:

“საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური, მიმდინარე კოვიდ ინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული და დამტკიცებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი – რა თქმა უნდა უფრო გაზრდის მაგ ციფრს.

ეს ნიშნავს რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და კოვიდს ებრძვის – ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მინიმუმ ნახევარს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმეა თითქმის ყველა მათგანისთვის.

რომ გავიაზროთ ეს რამდენია – ეს 39,000 ინფიცირებული რომ თანაბრად გადავანაწილოთ ქვეყანაში (ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება და გაიგებდეს დიაგნოზს), ნიშნავს რომ

– ყოველ მეტროს ვაგონში (პიკის საათებში) – თითო კოვიდ-ინფიცირებულია მიჭყუნული და ცხვირში ასუნთქებს გარშემო მინიმუმ რამოდენიმე ადამიანს.

– ყოველ მე-3, მე-4 ავტობუსში სადაც ახვალთ – თითო კოვიდ-ინფიცირებულია ნიკაპზე ჩამოწეული ნიღაბით, დასიცხული

– ყოველ კონცერტზე, მიტინგზე, ქორწილში, ქელეხში – მინიმუმ რამოდენიმე ინფიცირებულია მოძრაობს – გეცეკვებათ, გეხუტებათ, გისამძიმრებთ.

შარშან ნოემბრის შუაში რომ დავპოსტე ცუდადაა საქმე – მსიფლიოში პირველი ადგილისკენ მივდივართ თქო მრავალი პარამეტრით – და ახდა. ახლაც იგივეს მოგახსენებთ.

დღეს, ბოლო კვირის ინფიცირებითაც და სიკვდილიანობის (ორივე!) მაჩვენებლით მთელს მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ფიჯის კუნძულების და აფრიკის ერთი სახელმწიფოს მერე.

რაც ყველაზე საგანგაშოა – შემთხვევების მატების სისწრაფით (ე.წ. “რაზგონით”) გაცილებით ვუსწრებთ ორივეს, ასე რომ დიდი ალბათობით სულ მალე პირველ ადგილზე გავალთ.

არ ვიცი სხვა ქვეყანა თუ არის რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა – ორჯერ. შეიძლება არის, მარა ალბათ ბევრი არა. სხვათა შორის ეს კონკრეტული ფაქტი უფრო მოსახლეობის ეთნო-გენეტიკურ-კულტურული თავისებურებით მგონია იყოს გამოწვეული, იმასთან ერთად რომ საქართველო ნაკლებ-რესურსიანი ქვეყანაა (ეკონომიურ-პოლიტიკურად).

ეხლა ნამდვილად ვამტკიცებთ რომ ქართველები ვართ “უშიშარი ვითარცა უხორცო” რადგან ყველაზე ნაკლებად გვეშინია სიკვდილის, თუმცა განსხვავებით ომებისაგან, კორონათი სიკვდილით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვერც სამხრეთ ოსეთს. პირიქით – ქვეყანას უფრო ვაუძლურებთ (მინიმუმ ეკონომიურად და სოციალურად) და ადვილად დაპყრობადს ვხდით.

დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამოდენიმე მიზეზის გამო:

1) ლოქდაუნს არ ვაპირებთ – არ ვაპირებ იმაზე კამათს გამართლებულია თუ არა, უბრალოდ ფაქტია რომ მკაცრი შეზღუდვების (და მათი აღსრულების) გარეშე შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება

2) აგვისტოს მერე ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს (სიცივეში ვირუსი როგორც წესი მინიმუმ უფრო მეტად ვრცელდება)

3) დელტა შტამია – უფრო ჩქარა და ბევრ ადამიანზე ვრცელდება, ეს უკანასკნელი მცირე ნაწილით “მუხრუჭდება” პოპულაციაში ნაწილობრივი იმუნიტეტის არსებობის გამო (ნოემბრისგან გასხვავებით თითქმის 30%-ს აღენიშნება სეროპოზიტიურობა), თუმცა ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის.

4) საწოლ-ფონდი კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა დეკემბერთან განსხვავებით ჰოსპიტალიზაცია რადგან დაახლოებით 15%-ია (25-30%-ის ნაცვლად), ეგ ნიშნავს რომ სახლში ორჯერ მეტი უფრო მძიმე პაციენტებს უწევთ მკურნალობა ვიდრე მათთვის ადგილი გამოჩნდებოდეს.

ჭიქა სანამ წყლით გაივსება – წყალი არ გადმოდის. რომ გაივსება – მერე თვითოეული დამატებითი წვეთი იღვრება. ასე ხდება გადასვსებული საავადმყოფოების შემთხვევაშიც. წყლის წვეთები – ადამიანებია.

დღესვე რომ ყველამ პიბადე გაიკეთოს – თვის ბოლომდე მზარდ სიკვდილიანობას თითქმის ვერანაირად შევცვლით რადგან სიკვდილიანობა 2-3 კვირის მერე აღწევს პიკს.

სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა ასეთ სიტუაციებში და ეს ყველაზე მეტად ჩემ კოლეგებს და ჯანდაცვის მუშაკებს ეხებათ:

Brace for impact!

პ.ს. აცრა ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს, მაგრამ ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ (და მნიშვნელობა აქვს) – ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა აიცრას საქართველოში დღეს-დღეისობით არსებული ნებისმიერი ვაქცინით. გარდა იმისა ვისაც ***კონკრეტულად*** ამ ვაქცინის კომპონენტებზე გქონდათ ალერგია. სხვა რამეებზე ალერგია (ჭინჭრის ციება, ურტიკარია, და ასე შემდეგ) – არაა უკუჩვენება, ისევე როგორც არანაირი ქრონიკული დაავადება (გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, სიმსივნური, ავტოიმუნური და ასე შემდეგ).

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ რომ აცრა თქვენთვის არ შეიძლება ან საშიშია, ის 99.9% ალბათობით არასწორია (ძირითადად არასაკმარისი ცოდნის გამო) – მინიმუმ ერთ სხვა (უფრო გამოცდილ) ექიმთან გადაამოწმეთ).

თუ მაინც და მაინც ახალი ტექნოლოგია (ფაიზერი) გაშინებთ – მაშინ ტრადიციული (ჩინური) ვაქცინით მაინც აიცერით, რომელიც იგივე პრინციპითაა დამზადებული როგორც ბევრი სხვა თქვენთვის ცნობილი – მაგალითად პოლიომიელიტის, ყივანახველას, და ცოფის ვაქცინები – რომლითაც (ერთ-ერთი მათგანით მაინც) დიდი ალბათობით თითქმის ყველა ხართ აცრილი ბავშობაში.”

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved