• რეკლამა
  • კონტაქტი
18:22, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ერთი ჩინოვნიკი, რომელიც “ოცნებას” ტოვებს და გახარიას გუნდს უერთდება

ალია ავტორი - ალია
15:02 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა დაკავებული თანამდებობა და პარტია დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

გია ორკოდაშვილი წერს:

,,თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში ოთხწლიანი მუშაობის მანძილზე, ყოველთვის მზად ვიყავი მოსახლეობასთან თანამშრომლობისათვის, მათგან წამოსული თითოეული ინიციატივის მხარდასაჭერად (განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით) და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი თელაველების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. ბოლო პერიოდში კი ყველანი ერთად ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როცა ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებით“.

მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად, ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება. ეს ყველაფერი კი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე. ძალიან დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 – 2012 წლებში წარმეობულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას, ის რაც სამწუხაროდ არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს. მე მსურს, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად წარსულში დაბრუნების ნაცვლად, თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩემი ქვეყნის და ჩემი მუნიციპალიტეტის უკეთესი ხვალიდელი დღის შესაქმენლად. ასევე მსურს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე გაუთავებელი საუბრისა და მათი სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, ჩემს თანაგუნდელებთან და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ვიმუშავო მათი გადაჭრის გზებზე.

აქედან გამომდინარე, ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთედები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სწორ გზას აირჩევენ“

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved