• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“…გაასმაგებული დ დიმერი ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა? ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან” – იაგო ფრანგიშვილის სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
16:13 08-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კტ, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე.

ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით.

აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის.

არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა.

დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა.

ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა?

კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა.

რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.

რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და ,,ფილტვია დაზიანებულიო,, და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო,

დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?

არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.

არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება.

80%იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა.

ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.

ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.

ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ

კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.

აი ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო.

არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას.

გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კიარა მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტეტნტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.

ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ

ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული, უმკურნალობ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად,

ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.

ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა,

დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით.

ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც.

არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი არა.

ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი არა”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved