• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ დაწინაურდება, ბიძინას ლანძღვის გამო…” – გოგა ხაინდრავასა და თეა წულუკიანის საუბარი? – სუს-ის საიდუმლო ჩანაწერები

ალია ავტორი - ალია
01:39 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ სუს-ის საიდუმლო მოსმენების ჩანაწერები გაასაჯაროვა, მათ შორის, ერთ-ერთი შეეხებოდა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საუბარს, რომლებიც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ამავე არხის წამყვანზე, გიორგი გაბუნიაზე ლაპარაკობდნენ.

დიალოგში საუბარია, პერიოდზე, როდესაც გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ქილერი ბოკოვი გამოგზავნა.

2020 წლის 16 ივნისს 14:00 საათზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, კრებსი საუბრიდან:

გოგა ხაინდრავა: იმ ამბავს როგორ უყურებ ახლა, მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მაგათმა უფრო ადრე იცოდნენ ყველაფერი და დავწერე კიდეც. შენც ჩააგდე ჩათში, გივი თარგამაძის ისტორია გამახსენდა. მე ახლა ისეთი კავშირი არ მაქვს და იმასთან რამე მამაძაღლობას არ ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ლოგიკა ნახე როგორია, რომ იმან [ნიკა გვარამიამ] იცოდა და ამას არ უთხრა. ახლა წარმოიდგინე რა, თან უკრაინაა ჩართული… თანაც ეს ჩეჩენი არ არის ინგუშია და ყველა რატომღაც ჩეჩენს იძახის, ამ დროს ინგუშია ბადრის ძე არის, წარმოიდგინე, რა ბოკოვი. საერთოდ ბნელი ისტორიაა მე რომ კითხო. 

თეა წულუკიანი: უბრალოდ მე წეღან რასაც ვიწერებოდი გარეთ როგორც გამოვიდა ესე არ ვარგოდა, ესენი, რომ იძიებდნენ ხომ ბევრად ადრე იცოდნენ რა უნდოდა მაგას, გოგა, ზუსტად შენი ის, რომ წავიკითხე მაშინ მომივიდა აზრად, რომ ეგ მაგათმა წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს, როგორც კი გაიგო, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა იმ წუთში გაახმოვანა რა. კაი გასაანალიზებელია თუ გვყავს ანალიტიკოსები, შესადარებელია ერთმანეთთან მოქმედება რა ხდებოდა, რა და როგორ ვითარებაში ამათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბმები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ამან იცოდა ულაპარაკოდ რა, წინასწარ.

თეა წულუკიანი: მე გაბუნიას ვერ ვუსმინე და აქვს რამე პრეტენზია გვარამიასთან? თუნდაც არაპირდაპირი

გოგა ხაინდრავა: ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა, რომელი გმირი მე გაბუნია მყავს… მაგაზე, რომ დაფიქრდება სერიოზულად რაშია საქმე მერე ვნახავთ, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ ასე ყოფილიყო, კადიროვი “სპასობნია” და პუტინიც სხვათაშორის, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ნახევარი მსოფლიო მოწამლეს, მაგისთვის აკეთებენ ამას ეხლა, სკრიპალებიც მაგის გულისთვის მოწამლეს და ის გერმანელიც, ის ხანგოშვილი მაგიტომ მოკლეს იქ. ასე, რომ გასაკვირი არაა და საინტერესოა სხვა ვერსიაც.

თეა წულუკიანი: ხო, სხვა ვერსიაც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.

გვარამიას მიერ გავრცელებული სუსის ჩანაწერების მიხედვით, საუბრის ბოლო, ხაინდრავამ წულუკიანს სთხოვა თენგიზ ასანიძის შვილის ირაკლი ასანიძის დაწინაურება. რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ კარგად იცნობს მამამისს, ხოლო ირაკლი ასანიძეზე კი თქვა, არც ერიდება რომ ბიძინა ლანძღოს, თავხედი ბიჭია, ვერ დაწინაურდება ბიძინას ლანძღვის გამო.

თეგები: გოგა ხაინდრავათეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved