• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ გგონიათ, ირაკლი კობახიძე გამოვიდოდა და ამ ყველაფერს იტყოდა ისე, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ჰქონოდა?“

ალია ავტორი - ალია
19:13 08-01-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

ანი დვალიშვილი

მოსალოდნელი მოულოდნელობა – შეიძლება ასე შევაფასოთ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის დოკუმენტის ანულირება. ახლა მოგიყვებით იმას, რაც არ ქმულა და რის გამოც მოხდა რეალურად დოკუმენტზე უარის თქმა. მთავარი ის გახლდათ, რომ დოკუმენტში მითითებული 43% მმართველი გუნდის აქტივს დამოკლეს მახვილივით აწვა კისერზე. რეგიონებს თუ ავიღებთ, „ოცნებას“ ზოგ რეგიონში კარგი მდგომარეობა აქვს,ზოგან – კრიტიკული. ჰოდა, იმ რეგიონებში, სადაც კარგი მდგომარეობაა, აქტივი „გატისკეს“, აქაოდა, 43% თქვენს ხარჯზე უნდა ავიღოთ და ამიტომ, იმაზე მეტად უნდა იმუშაოთ, ვიდრე სხვა დროსო. ამან უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან თავად განსაჯეთ, არის მუნიციპალიტეტები, სადაც გარანტირებული 60-65% აქვს „ოცნებას“ და ამ დროს ეუბნებიან, რომ მინიმუმ 75% უნდა დაიდოს, სანაცვლოდ კი არავის არაფერს უმატებენ. დოკუმენტის ანულირებამ ეს ტვირთი მოხსნა და აქტივი მშვიდად, სტრესის გარეშე იმუშავებს და არც დამატებით თანხებს მოითხოვს, რაც ფულის გამცემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანხებზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი…

„აქტივმა იცის, რომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, მაგრამ პასუხისმგებელი საკუთარ მუნიციპალიტეტზეა. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად კი მმართველმა გუნდმა აიღო ვალდებულება, 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. როგორ გგონიათ, ირაკლი კობახიძე გამოვიდოდა და ამ ყველაფერს იტყოდა ისე, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ჰქონოდა?  რა თქმა უნდა, როგორც ევროპელმა, ისე ამერიკელმა პარტნიორებმა „ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და ამიტომაც არის, ბობოლა კონგრესმენები თუ ევროპის ქვეყნების ლიდერები ხმამაღალ და მკვეთრ განცხადებებსარ აკეთებენ“,- გვეუბნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

როგორც გვეუბნებიან, ამ ვალდებულების დატოვების შესახებ კარგად იციან ოპოზიციურმა პარტიებმა, ანუ მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ამიტომაც არის, პარლამენტიდან არავინ რომ არ გავიდა, ნიკა მელია კი წინასაარჩევნა კამპანიას იწყებს და ამიტომ, თან ვითომ ბოიკოტი გამოთქვა და თან საქმეს აკეთებს. ამასთანავე, მან მოწოდებაც გააკეთა თანაგუნდელებისადმი, პარლამენტში დარჩითო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ოფიციალური დათქმა არ არის 43%-ზე, თორემ ამაზე დაბალი მაჩვენებელი ავტომატურად ვადამდელ არჩევნებს რომ ნიშნავს, ადვილი მისახვედრია.

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა და ნათლად გამოჩნდა, რომ კადრების მიმართულებით სერიოზული გაჭირვებაა. თითქმის უკვე შევეჩვიეთ, „ოცნება“ მაღალ თანამდებობებზე „ნაციონალებს“ რომ ნიშნავს და ასახელებს. ახლა ცოტა სხვა გაოცებებიც გვემატება – თბილისში დაბადებულ-გაზრდილი გიორგი ნემსაძის ცაგერში გასროლაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსთავში, მოქმედი დეპუტატის მერობის კანდიდატად დასახელება აშკარა გაჭირვებაზე მიუთითებს. რაც მთავარია, ნინო ლაცაბიძემ არჩევნების შემდეგ ტემპი არ დააგდო და მოსახლეობას ხშირად ხვდებოდა, რამაც „ოცნების“ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი შეასრულა. რუსთავი და გარდაბნის ნაწილი მაჟორიტარის გარეშე რჩება და გაზაფხულზე იქ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

დასასრულ ფულზეც ვთქვათ. მერობის კანდიდატების გარდა, პრაქტიკულად ასი პროცენტით არის გადაწყვეტილი იმ ადამიანთა ვინაობა,რომლებიც კენჭს სოფლებში, საკრებულოს დეპუტატობისთვის იყრიან. ჰოდა, მმართველმა გუნდმა თითოეულ მათგანს გასაგებად აუხსნა, რომ პარტიას ფული არ აქვთ და მათ სახსრების დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მართალია, გასულ თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობების სახით 3 მილიონზე მეტი მიიღო, მაგრამ ეს თანხა კოორდინატორებსა და აგიტატორებზეც კი საკმარისი არ იქნება. საუბარი ერთ თვეზეა, ანუ ერთ ხელფასზე. უხეში გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები 200 მილიონ ლარამდე დაუჯდება და ეს თანხა შემოწირულობებით ვერანაირად ვერ შეგროვდება და ჯიბეზე ხელის გაკვრა სწორედ კანდიდატებს მოუწევთ. 200 მილიონი ვისაც ეხამუშა, გეტყვით, რომ 73 მუნიციპლიტეტზე ეს თანხა რომ გადაანაწილოთ, 3 მილიონიც არ გამოდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved