• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება შეთანხმების შესრულების ყველა შანსი” – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
18:03 08-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იმედგაცრუება უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და თქვა:

„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველის მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება, განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“

კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე:

„როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რა არის ახალი ამ რეფორმაში, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობა გაიზარდოს. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათი არჩეული პირები იქნებიან წარმოდგენილი”

ამერიკის ელჩმა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჟურნალისტებზე თავდასხმები და ისაუბრა მედიის დაშინების მცდელობებზე:

“ბოლო პერიოდში ვიხილეთ მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები. გარდა იმისა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ქმედებები, ის აგრეთვე წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქმის შესრულება შეძლონ. მედიამ ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის ინფორმირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. მედიის წარმომადგენლებს ამის გაკეთება დაშინების და ყოველგვარი საფრთხის განცდის გარეშე უნდა შეეძლოთ. მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე და ამას ექნება შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიტყვიერი თავდასხმა, ბულინგი თუ სხვა ტიპის რაიმე შეზღუდვა. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოების სწორად ინფორმირება შეძლონ, ეს უნდა იყოს მიუღებელი“„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved