• რეკლამა
  • კონტაქტი
05:30, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრეივიკმა 77 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ არც ერთ ნორვეგიელს საკუთარ სამშობლოზე უარი არ უთქვამს” – იოსებ არჩვაძე

ალია ავტორი - ალია
15:20 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში, წერს:

„ადამიანის გარდაცვალება თავისთავად ტრაგედია და აუნაზღაურებელი დანაკლისია. მით უფრო, როდესაც საუბარი შორეული ქვეყნიდან შენი ქვეყნისათვის დახმარების გასაწევად ჩამოსულ პირზეა. ამიტომაცაა, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის შანაე ბრუკის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება უაღრესად დაამწუხრა.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა სხვადასხვა პირთა პოსტები, რომლებიც შინაგანი კმაყოფილებით, ხელების ფშვნეტით იუწყებიან, რომ თურმე საქართველო არ არის უსაფრთხო უცხოელთათვის, რომ ვისაც უნდა, რომ ეს მისთვის ბოლო ზაფხული იყოს, საქართველოს უნდა ეწვიოს. ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ.

დანაშაული, მათ შორის უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში ხდება. სტატისტიკას რომ უბრალოდ თვალი გადავავლოთ, ტურისტების რაოდენობასა და მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაზე გაანგარიშებით, უცხოელი სტუმრების, ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულით საქართველო მყარად იკავებს ერთ-ერთ ბოლო ადგილს და ამიტომაც წარმოადგენს ამ მხრივ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას მსოფლიოში. ამ დღეებში შესრულდა ზუსტად ათი წელი, რაც კუნძულ უტოიაზე ნორვეგელმა ბრეივიკმა 77 უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამისათვის არც ერთ ნორვეგიელს საკუთარ სამშობლოზე უარი არ უთქვამს და ანტიპატრიოტული, ტოქსიკური განცხადებებით არ უცდია სოციალური ქსელების მოწამვლა. უფრო მეტიც, მიუხედავად აღნიშნულისა, ნორვეგია ბოლო წლებში, გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მყარად იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 200-მდე სახელმწიფოთა შორის ადამინისეული განვითარების ინდექსით.

საქართველო ახლა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ეკონომიკის სტაბილიზაციის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლა გვჭირდება „ერისა და ბერის“ ერთიანობა, რათა ამ ისტორიულ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდეთ და მსოფლიო თანამეგობრობაში ჩვენი ისტორიისა და თანამედროვეობის შესატყვისი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. ასეთ დროს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ქვეყნის იმიჯისათვის ნებისმიერი საზიანო ქმედება თუ განცხადება, როგორი კაზუისტიკაც არ უნდა მოვიშველიოთ, საბოლოო ჯამში მაინც ქვეყნის ღალატად კვალიფიცირდება. საქართველო კი კვლავ მიიღებს და უმასპინძლებს უცხოელ სტუმრებსაც, ტურისტებსაც, დახმარების ხელის გამომწოდებელ თუ უბრალოდ ჩვენი ქვეყნის გაცნობის ცნობისმოყვარეობით აღვსილ პირებს, კვლავაც ერთგული იქნება სტუმრის ღვთისგან გამოგზავნილ პირად მიჩნევის პრინციპებისა. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved