• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჟურნალში რა იბეჭდება, ამას ვინ წყვეტს? ასე უნდა ვენდო რედაქტორებს?” – რა ჰკითხა მინისტრმა “უცნაურ” ხალხს?

ალია ავტორი - ალია
15:09 07-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პოეტი, კრიტიკოსი, შოთა იათაშვილი:

“შუა მაისი იყო, მე და Malkhaz Kharbedia თეა წულუკიანს რომ შევხვდით ლიტერატურულ პერიოდიკასთან დაკავშირებით. ესეც მას შემდეგ მოხდა, რაც მწერლებმა გაჩერებული პერიოდიკის თემა გაახმაურეს და “ფორმულაზეც” ამ საკითხს თოქ-შოუ მიეძღვნა. ეს შეხვედრა საკმაოზე მძიმე აღმოჩნდა. მინისტრი კონტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს გვისვამდა და აშკარად ეჭვის თვალით გვიყურებდა. ცოტა ხანში მთავარ დაბრკოლების წერტილამდეც მივაღწიეთ: ჟურნალში რა იბეჭდება, ამას ვინ წყვეტს? – გვკითხა მან. ვინ უნდა წყვეტდეს, რედაქტორი, სარედაქციო ჯგუფი წყვეტს, – ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ვუპასუხეთ ჩვენ. ანუ ეგ როგორ, არავინ ამოწმებს მერე, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენო? ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. – ძალიან არ მოეწონა ეს ამბავი ქალბატონ თეას და ამ მისთვის ფრიად უსიამოვნო მომენტს კარგა ხანი უკირკიტა. ცდილობდა, რაღაც ახალი, ვერტიკალური სისტემა მოეგონებინა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალების სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად გაკონტროლდებოდა. დიალოგი თანდათან ბრაზიან პოლემიკაში გადავიდა. მას ჩვენი არ ესმოდა, ჩვენ – მისი. დიდი უცნაური ხალხი ხარ ეს მწერლებიო! – რაღაც მომენტში აღმოხდა იუსტიციის წესებით მოფიქრალ მინისტრს. დამამახსოვრდა მისი ეს გულწრფელი ფრაზა, იმიტომ რომ მასში ჩანდა მთელი ის უპერსპექტივობა, რასაც ასეთი წყობის ადამიანის კულტურის მინისტრად გამწესება იძლეოდა.

მიუხედავად ასეთი ურთიერთგაუგებრობებისა, ბოლოს ის მაინც შეგვპირდა, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაზე კონკურსს მალე გამოაცხადებდა. ეს “მალე” უკვე ორთვენახევარია გრძელდება. და რატომ გაიწელა თუ საერთოდ გაჩერდა ეს საკითხი ასე? იმიტომ ხომ არა, რომ მინისტრს გაუჭირდა ლიტერატურულ ჟურნალებში მაკონტროლებელი მექანიზმის მოფიქრება? “ლიტერას” პრობლემამ მე უცებ ნათლად დამანახა, თუ რატომ ითრევს ფეხს მინისტრი და მაინცდამაინც არ ეპიტნავება ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსება. ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში საკუთარი წარმომადგენლის ჩასმა შედარებით იოლი ფანტაზიის ნაყოფია, აი, რედაქციებში კი, ეტყობა, ცოტა არ იყოს ვერ მიხვდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ.

მაგრამ “ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს მწერლები” და გუშინ ჩვენთვის მთავარ ღირებულებებს აცდენილ მინისტრს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ. იმ ძველი, საბჭოური წესებით ის ჩვენთან ვერ ითანამშრომლებს. და კეთილი ინებოს და ან გაუგოს “უცნაურ ხალხს”, ან – დაახვიოს. მესამე გზა პოეზიაშია ხოლმე მხოლოდ, აქ – არ არის.”

თეგები: თეა წულუკიანიშოთა იათაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved