• რეკლამა
  • კონტაქტი
11:50, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატარა ბაზა ვერ ააშენეს… სად მოვემზადო?! მეორე ქვეყანა დამისახელოს ვინმემ, ცხრა ოლიმპიადის მონაწილე რომ ჰყავდეს!” – ნინო სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
17:52 07-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

,,გადაურევია ნინო სალუქვაძეს გერმანელები… კიდევ კარგი, ასეთები არ გვებრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, თორემ არ დაგვტოვებდნენ არც ერთსო. შტუტგარტში, მსოფლიო თასზე, ათი გასროლიდან ნინოს მხოლოდ ერთი ჩაუთვალეს ათიანში გარტყმული. დანარჩენი საერთოდ ააცილე სამიზნესო. ასეთი გადაწყვეტილების გაპროტესტების შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ათივე ტყვია ერთ წერტილში იყო გარტყმული, მილიმეტრების სიზუსტით”, – ყვებიან ქართველ ლეგენდაზე, მიზანში ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეზე, რომელიც ტოკიოში გამგზავრებამდე ,,სარკესთან” იმ პრობლემებზე საუბრობდა, რის წინაშეც ტიტულოვანი სპორტსმენი აღმოჩნდა.

ნინო სალუქვაძე:

-პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ერთ დისციპლინაში ვახერხებ მომზადებას, მეორე დისციპლინაში ვერ ვემზადები, რადგან ბაზა არ არსებობს და ვერც ვერსად მივდივარ. ადრე აზერბაიჯანში, სომხეთში ჩავდიოდი ან სულაც გერმანიაში თუ ამერიკაში და იქ ვემზადებოდი.

სეულში რომ მოვიგე ოლიმპიადაზე, იმ დისციპლინაში ვერ ვემზადები, რადგან ბაზა არ მაქვს. ეს დაწერეთ მკაფიოდ! მეორე ქვეყანა დამისახელოს ვინმემ, ცხრა ოლიმპიადის მონაწილე რომ ჰყავდეს! რა გავაკეთო, სად მოვემზადო?! არსად მიშვებენ, ჩაკეტილია ყველაფერი და საქართველოში ამდენი წლის განმავლობაში ერთი ელემენტარული, პატარა ბაზა ვერ ააშენეს.

ფუფუნებას ხომ არ ვითხოვ?! ბაზა უნდა ერქვას, მაგრამ ელემენტარული სავარჯიშო ადგილი იყოს! ყველამ უნდა გვაჯობოს?! 2008 წელს, როდესაც მედალი ავიღე, სომხეთში მოვემზადე. მაშინ ააშენეს იქ ბაზა და პირველი ვიყავი, ვინც იმ ბაზაზე ისროლა. ახლა სომხეთს ჰყავს კარგი სპორტსმენები, რადგან ბაზა თუ გაქვს, კარგი სპორტსმენიც გყავს, როგორც წესი. მერე აზერბაიჯანშიც ააშენეს. იქაც ბევრი კარგი სპორტსმენი ჰყავთ და მეც ჩავდიოდი სავარჯიშოდ. მანამდე გერმანიაში, შვეიცარიაში დავდიოდი.

ყველა მთავრობა, რომელიც მოდიოდა, მპირდებოდა, რომ პატარა ბაზას ააშენებდა. დანაპირებს, მაქსიმუმი, 3 წელი ელოდებიან და მე უკვე 30 წელია ველოდები.

ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს ამ სპორტში, უკვე მომზადებულები მყავდა, რადგან მკაცრად ვავარჯიშებ და იმედი მქონდა, აიღებდნენ ლიცენზიას, მაგრამ გადაიდო ყველაფერი. შეჯიბრი არ აქვთ და როგორ განვითარდები?! ეს სახეობა ისეთია, 10-12 შეჯიბრი მაინც უნდა გქონდეს წელიწადში. კი, მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენზე უარესად არავინაა, რადგან ბაზა არ გვაქვს.

ორი იარაღი მაჩუქეს – იტალიური და შვეიცარიული. ორი ოლიმპიადის წინ გვაჩუქეს, ერთი – ცოტნესთვის და ერთი – ჩემთვის, მაგრამ ვერ მოგვაქვს საქართველოში, რადგან არ ვიცით, როგორ შემოვიტანოთ ქვეყანაში. ჩემზე რომ გაფორმდეს, ვეღარ გავიტან ქვეყნიდან, რადგან იარაღის ტარების უფლება არ მაქვს, სროლის ფედერაციას კი მისი გაფორმების უფლება არ აქვს. დღემდე ვერ მოვახერხეთ, ეს წესები და კანონები შეგვეცვალა.

არაპროფესიონალების ბოგინი გვჭირს ყველა სფეროში და არც ჩვენი სფეროა გამონაკლისი. სულ არ მაინტერესებს, რომელ პარტიას წარმოადგენს ადამიანი, თუ პროფესიონალია, მოუსმინე, რა!

– მართალია ის ამბავი, რომ ათივე ტყვიას ერთ წერტილში არტყამდით, მილიმეტრების სიზუსტით?

– დიახ, მართალია. ათიც მომირტყამს და ორმოცდაათიც ერთსა და იმავე ადგილას. სწორედ ამის გამო შეცვალეს ფარები, სადაც შეუძლებელია, გაიგო, სად მოხვდა ტყვია. ახლა ელექტრონული სისტემაა, სადაც თითოეული გასროლა ჩანს.

– მანამდე მართლა ექსპერტიზა სჭირდებოდა თქვენს ნასროლს?

– დიახ. ისეთ ფორმაში ვიყავი, ერთსა და იმავე ადგილას ვახვედრებდი. სხვა მწვრთნელები რომ უყურებდნენ ჩემს ნასროლს, გაოგნებულები იყვნენ, რას აკეთებსო.

წყარო – sarkenews.ge

თეგები: ნინო სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved