• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინისტრი იმუნიზაციის წინააღმდეგ, თუ სპეციალისტთა სიტყვების არასწორი ციტირება? – “იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება…”

ალია ავტორი - ალია
16:45 07-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას, ამბობს:

“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია […]

ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს […] არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს.”

სავარაუდოდ, მინისტრს უნდოდა გაემეორებია, მაგალითად, გიორგი ფხაკაძის სიტყვები, რომლებიც მან “ალიასთან” თქვა რამდენიმე კვირის წინ, იმედია, მინისტრმა უბრალოდ თავი ვერ მოაბა სათქმელს ბოლომდე და მისი სურვილი არ არის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო დამუხრუჭება ქვეყანაში.

გიორგი ფხაკაძე:

” ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი…  ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ. როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია? მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.”

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესში ინფიცირებას – ამაზეც რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” და გვეუბნებოდა, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი დაინფიცირებულია. თუ მინისტრმა ეს იგულისხმა, მაშინ, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ სამედიცინო პერსონალის აცრასა და კლინიკებში მოქალაქეების ინფიცირებაზე თავად არის პასუხისმგებელი.

“სინოვაკი” თუ “სინაფარმა”? – გიორგი ფხაკაძის პასუხი – “ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი ბუნებრივი ვირუსის შეჯვარებით მიღებული ვირუსი”
თეგები: გიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved