გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ 5 ადამიანს. 31 დაშავებულიდან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქება ქალაქ ლევერკუზენში გუშინ მოხდა. მომხდარის მიზეზი უცნობია, ოფიციალური ვერსიით, უცნობია ისიც, გავრცელდა თუ არა ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში, თუმცა, ქარხანასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას “უკიდურესი საფრთხის” შესახებ აფრთხილებენ, მათ სახლში დარჩენისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდებენ.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები