• რეკლამა
  • კონტაქტი
12:44, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები… ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს არ აფასებენ და მგონი, არც არავის…” – უიმედობა მომავალ თაობაში

ალია ავტორი - ალია
14:58 07-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საგამოცდო ცენტრებთან 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტები 08:00-დან იმყოფებიან. დღეს მათ წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის დავალებები შეასრულეს. EDU.ARIS.GE 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მყოფ აპლიკანტებს ესაუბრა:

„როცა ბაკალავრის ხარისხი მივიღე, უკვე მქონდა მუშაობის გამოცდილება, სხვადასხვა პერიოდულობით ვმუშაობდი კონსულტანტად სპორტულ მაღაზიაში, ასევე კურიერად საქართველოს ფოსტაში, ვსწავლობდი პროგრამირებას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა სტაბილური; ამ სფეროში შეუცვლელი კადრები არ არსებობს. როცა სტუდენტები ვიყავით, გარკვეული ფასდაკლებებით მაინც ვსარგებლობდით ე.წ სამგზავრო ბარათი გვქონდა და ნახევარი ტარიფით ვმგზავრობდით, ახლა კიდევ ფული თუ არ გაქვს სახლიდანაც ვერ გამოხვალ. მეც მაქვს ხოლმე მსგავსი სიტუაციები, გადავწყვიტე, რომ ისევ სტუდენტი გავხვდე, იქნებ გაცვლითით წავიდე და რაღაც შანსები იყოს არ ვიცი რა იმედი უნდა გვქონდეს, როცა სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები, ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს არ აფასებენ და მგონი არც არავის“, – ამბობს ერთ-ერთი აპლიკანტი.

კიდევ ერთი აპლიკანტი კი, რომელიც ახლა დასაქმებულია ამბობს, რომ ასეთი მომავალი არ სურს.

„არ მინდა პესიმისტურად ვიფიქრო, მაგრამ იმ სამსახურში, სადაც ახლა ვმუშაობ ვერ ვგრძნობ ვერც განვითარებას, ვერც დაფასებას. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი და არ მემეტება ჩემი თავი ასეთი მომავლისთვის. ამიტომ ვაბარებ, რომ რაღაც შევცვალო და მერე იქნებ სხვა შემოთავაზებებიც გაჩნდეს. ჩემი მსგავსი ბევრია. აქ ვინც ვართ, იმედი გვაქვს, თუმცა მეც ბევრს ვიცნობ წარმატებას რომ მიაღწიეს. არ ვიცი, იღბალიც არის ალბათ, ხელშეწყობაც, ამ მხრივ მე არ გამიმართლა, თუმცა მჯერა ცვლილებების და ჩემი თავის რწმენაც მაქვს“.

მესამე გამოსაცდელი მაგისტრანტობის სიკეთეებზე საუბრობს და სამწუხაროდ, მის ჩამონათვალშიც არ გვხვდება ერთ პუნქტად განათლების გაღრმავების პერსპექტივა.

„მეორედ ვაბარებ მაგისტრატურაზე, რადგან როცა ჩავაბარე და ჩავირიცხე ვეღარ შევძელი გაგრძელება, არ მეყო ფინანსები. ახლა ნორმალური სამსახური მაქვს და გავრისკე. მეკითხებიან ხომ მუშაობ და რად გინდა სწავლაო. პირველ რიგში, ალბათ სტუდენტის სტატუსისთვის, ნახევარი ტარიფით ვმგზავრობთ, თეტრში, კინოში ფასდაკლებებით ვსარგებლობთ, ბევრი ადგილია, სადაც ფასდაკლებებს უკეთებენ სტუდენტებს. ახლა კიდევ ყველაფერი ზედმეტად დიდი ფუფუნება გახდა ჩვენთვის და ეს სტატუსიც ზუსტად ამიტომ მჭირდება, კიდევ იმიტომ, რომ არ ვიცი პროფესიული ზრდისთვის იქნებ საჭიროც იყოს. უფრო პრაგმატულად რომ ვფიქრობ აქ იმიტომ ვარ, თორემ რადიკალური ცვლილებების დიდად არ მჯერა“, – თქვა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

წყარო – EDU.ARIS.GE 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved