• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაქვს ქრონიკული ბრონქული ასთმა… კიდევ კარგი, ავიცერი და არ ვუცადე იმ ყბადაღებულ „ფაიზერს“ – ეკა ბაღათურია

ალია ავტორი - ალია
14:34 07-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

სოციალურ ქსელში, ეკა ბაღათურია წერს:

„მეც მოგიყვებით, რატომ უნდა აიცრათ. და იმაზეც მოგიყვებით, რომ სინოფარმი იცავს.

ვინც არ იცით, მაქვს ქრონიკული ბრონქული ასთმა და 7 წლის წინ გადავიტანე ფილტვის ორმხრივი თრომბოემბოლია, ამიტომ წელიწადნახევრის წინ დამეწყო კოვიდ-პანიკა. ჩავიკეტე სახლში ბავშვებიანად და ცხვირი არ გამიყვია გარეთ.

როგორც კი შემოვიდა სინოფარმი, ხოლო „მერსედესი“ ჰორიზონტზეც არ ჩანდა, წავედი და ეგრევე ავიცერი. ეჭვები კი მქონდა – „ჩინურმა რა უნდა დამიცვას“, „კვლევები არაა საკმარისი“, „ასთმას ნეტა როგორ გაუმკალვდება“ – მაგრამ დიდი იმედი მქონდა, რომ გართულებებისგან მაინც დამიცავდა. ხოდა სახლიდან ცხვირი გავყავი. ფეხიც ოღონდ 2 პირბადით და სპირტში ბანაობით.

კიდევ კარგი, ავიცერი და არ ვუცადე იმ ყბადაღებულ „ფაიზერს“ !!!

12 ივლისიდან ხველა შემომეპარა (ასთმას დავაბრალე), 14 ივლისს კი მთელი ქვეყანა ფაიზერის რეგისტრაციის მარათონში რომ ჩაება, ძლიერ ასთმური ხველაში გადამეზარდა, შუბლი დამიმძიმდა, ცხვირი გამეჭედა – ტიპიური „კონდიციონერით გაციების“ სიმპტომები. მხოლოდ იმიტომ გავიტესტე, რომ ვანო უნდა აცრილიყო და მოდი-მაინც-გამოვირცხოთ პრინციპით გამოვიძახე ლაბორატორია. Pcr-ის პასუხი იყო დადებითი. ვაჰ, არარსებობს-მეთქი. არ ვენდე და სხვა ლაბშიც გავიკეთე პისიარი. ისეთი მსუბუქი სიმპტომებია, კოვიდი ასეთ მარტივებს არ მაკმარებს-მეთქი. უბრალო გაციების ვირუსზეც კი საშინელი ხველა მეწყება ხოლმე, გმინავს ჩემი ბრონქები და თვეობით მიგრძელდება. ჰოდა, კოვიდი დამზოგავდა კეე, როგორ არა. მეორე ლაბმაც დადებითიო.

სიცხე მქონდა სულ 4 დღე, პირველი 2 დღე მუდმივად და 38-მდე და მერე 37.5-მდე ადიოდა ხოლმე საღამოობით. დამწევი საერთოდ არ დამილევია. ვაცემინებდი, ვახველებდი, ცხვირის ზემოთ სადღაც შუბლში გაჭედილი და სიმძიმით. 2 დღეში ყნოსვა და გემოც დავკარგე, რომლებიც შემდგომი 2 დღის მერე ისევ დაბრუნდნენ. ოჯახის ექიმმა რომ დამირეკა და ჩემი ანამნეზები მოვუყევი, ძალიან შეშფოთდა, იქეთ ვამშვიდებდი.  კომპიუტერული ტომოგრაფია ნამდვილად მინდათქო? – რას ამბობო, ასეთ სერიოზულ ანამნეზებს მეუბნები და მე კატეს გადაღების გარეშე როგორ დავმშვიდდებიო. უფრო შორს ვაპირებდი, მაგრამ ახლავე დავრეკავ და უახლოეს თავისუფალ კლინიკაში ჩაგწერო.

ყველა ანალიზი და კატეც იყო სუფთა და ნორმაში. დამირეკა მერე, ასეთი დიაგნოზებიანის ასეთი ანალიზები მე არ ვიციო, როგორც წესი, ფილტვებში რაღაც დაზიანება მაინც ფიქსირდება ხოლმე და შენ სრულიად სუფთა ხარო. ისევ გამეფიქრა, მესამე პისიარით ხომ არ გადავამოწმო, ნამდვილად კოვიდი მაქვს-მეთქი? ?

მე არ მჯერა, რომ აცრის გარეშე ასე ადვილად გავუმკლავდებოდი ამ ჯოჯოხეთის მაშხალას. ყოველთვის წარმომედგინა საავადმყოფოში გამწესებული, ჟანგბადზე მიერთებული ჩემი თავი

და ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ასევე მჯერა, რომ აცრის დამსახურებაა. სახლში მარტო არ ვარ, ბავშვები და ვანოც ჩემთან ერთად არიან. ცალკე იზოლირებული ოთახი არ გვაქვს, ბავშვებს ჩემი ოთახიდან ვერ ვყრი და  ასევე საჭმელს მე ვამზადებ ძირითადად (რა თქმა უნდა, პირბადით) და დიდი იმედი არ გვქონდა, რომ არ გადაედებოდათ. ყოველდღე ველოდი ამათი სიმპტომების დაწყებას. საბედნიეროდ, ამაოდ.

არც ერთი აცრილი არაა და არც ერთს არ გადასდებია. არც სხვა კონტაქტებს გადასდებიათ არავის (საკმაოდ ბევრნი იყვნენ).

აუცილებლად აიცერით და დაიცავით საკუთარი თავიც და სხვებიც!!! არ აქვს მნიშვნელობა, მერსედესით აიცრებით თუ ოპელ ასტრათი, ოღონდაც აიცერით“.

თეგები: ეკა ბაღათურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved