• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ერთი ახალი კვლევა “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკაზე” – დეტალები

ალია ავტორი - ალია
22:33 07-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სამხრეთ კორეაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინების შერევა უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე, მხოლოდ “ასტრაზენეკას” მიღება.

კვლევა ამბობს, რომ “ასტრაზენეკას” პირველი დოზის მიღების შემდეგ, პაციენტებისთვის “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზად მიცემის შემდეგ, ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე ასტრაზენეკას ორი დოზის მიღების შემდეგ.

კვლევაში სამედიცინო სფეროს 499 წარმომადგენელი იყო ჩართული. 100-მა მათგანმა შერეული დოზები გაიკეთა, 200-მა ფაიზერის ორი დოზა, ხოლო 199-მა ასტრაზენეკას ორი დოზა გაიკეთა.

კვლევაში ჩართულ ყველა მონაწილეს აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის უჯრედებში მოხვედრას და გამრავლებას.  თუმცა, მათ ვინც “ფაიზერის” ორი დოზა, ან შერეული დოზები გაიკეთეს, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ. “ასტრაზენეკას” ორი დოზის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო.

სამხრეთ კორეული კვლევის მსგავსი შედეგები მიიღეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, როდესაც კვლევაში ჩართულ პაციენტებს ჯერ ასტრაზენეკას, შემდეგ კი ფაიზერის ვაქცინები გაუკეთეს.

ეს კვლევები გაცილებით უმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას ისეთ ქვეყნებს, სადაც ვაქცინების შერევა გადაწყვიტეს და “ასტრაზენეკას” პირველი დოზის შემდეგ, სხვა ვაქცინები შესთავაზეს მოსახლეობას მეორე დოზად. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას, იშვიათ შემთხვევებში, თრომბების გამოწვევასთან აკავშირებდნენ.

წყარო – ამერიკის ხმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved