• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვხარჯავთ 100 მლნ ლარს ყურძენში, რომელსაც შემდეგ გავანადგურებთ? – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:47 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“100 მილიონით ვზრდით რთველის დაფინანსებას, ამ თანხას ვხარჯავთ ყურძნის შეძენაში, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად გავანადგურებთ. რატომ არ არის ეს თანხა მიმართული რომელიმე სხვა კუთხით, მაგალითად სოციალური მიმართულებით. – ასე მიმართა გირჩის ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს. რაქვიაშვილი რთველის სუბსიდირებისთვის გამოყოფილ თანხას აპროტესტებს და აინტერესებს რატომ არ არის ეს თანხა სხვა მიზნებისთვის მიმართული.

„ახლა ჩვენ რომ ვკითხოთ მოქალაქეებს, თუ სად შეიძლება დავხარჯოთ დამატებით მილიარდ 200 მლნ. ლარი, მივიღებთ 3 700 000 განსხვავებულ პასუხს და არც ერთი არ იქნება ის, რაც საბოლოო ჯამში თქვენ[მთავრობას] გიწერიათ. 100 მილიონით ვზრდით რთველის დაფინანსებას, ამ თანხას ვხარჯავთ ყურძნის შეძენაში, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად გავანადგურებთ.

მოსახლეობას ეს რომ სჭირდებოდეს, ჩვენი დახმარების გარეშეც იყიდდა. ჰოდა რა პრიორიტეტით ვადგენთ, ვინ უნდა დავაფინანსოთ? პოლიტიკური კრიტერიუმების გარდა არსებობს თუ არა სხვა კრიტერიუმებიც? მაგალითად შეიძლება თუ არა სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ, ვალი დავაბრუნოთ, როგორ გამოვიდა, რომ ამ მილიარდ 200 მლნ-ში 100 მლნ გამოიყო რთველისთვის. თუ პრიორიტეტი არის არჩევნები მესმის, მაგრამ ხომ არ არსებობდა სხვა რამე კრიტერიუმი?“, – მიმართა რაქვიაშვილმა გიორგი კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის თმით, თავისთავად სუბსიდირება კარგი პრაქტიკა არ არის და მაგრამ ამ ბიზნესმა პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო.

„რატომ რთველი და სხვა არა? რთველთან მიმართებაში ისტორიას თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდი მოცულობით ხდებოდა დაფინანსება. 2017 წლიდან დაიწყო დაფინანსების შემცირება და 2019 წელს საერთოდ არ დაგვიფინანსებია რთველი, თუმცა 2020 წელს მოხდა პანდემია. ღვინის და ყურძნის ფასი განახევრდა, რადგან ეს არის ტურიზმთან მჭიდრო კავშირში მყოფი პროდუქტი, ხოლო როცა ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა არ ხდება, ამ პროდუქტის რეალიზაციის მაჩვენებელი არის მინიმალური.

შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა ღვინო, რაც არ მომხდარა კარტოფილზე, მანდარინზე, თხილზე და ა.შ. რომ არ მომხდარიყო ჩარევა ამ საკითხში, ბევრი ფერმერი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლიდან ისევ 2019 წლის ტენდენციის მიმართულებით წავალთ. 2022 წელს მინიმუმ უნდა გავანახევროთ სუბსიდირების თანხა და შემდეგ წლებში საერთოდ გამოვალთ ამ პროგრამიდან. რეგიონების მიხედვით ალბათ განსხვავებულ პასუხებს მივიღებთ, ხოლო კახეთის რეგიონს თუ ვკითხავთ, ამ პროგრამას ალბათ სხვა პროგრამებს არ შეადარებენ“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved