• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან გაუშინაურდნენ ამერიკის ელჩს, ცუდი გაგებით… აი, ამას ვერ აცნობიერებენ „ქართულ ოცნებაში“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:12 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ლგბტ პრაიდის ჩატარების მცდელობას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა 50–ზე მეტი ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემა. პრაიდის მომხრეებიც სცემეს. ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი პირდაპირ აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს, მისი დიპლომატიური განცხადებების ქვეტექსტებში იკითხება, რომ ხელისუფლებას აბრალებს იმ ხალხის მფარველობას, ვინც ეს ხალხი სცემა. პირდაპირ  მოითხოვს მათ მკაცრად დასჯას. საზოგადოების ნაწილი ამას აღიქვამს უცხო ქვეყნის, ამერიკის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად. აქვე ვიტყვი, ამერიკის არც ერთ ელჩს, ასეთ მოკლე დროში, ამდენი განცხადება არ გაუკეთებია.

– პირდაპირ ვთქვათ, რომ კელი დეგნანი მოითხოვს საკადრო ცვლილებებს ხელისუფლებაში. ეს არ არის საქართველოს საშინაო საქმეში ჩარევა. 30 წელი ვეხვეწებით დასავლეთს, რომ გვასწავლოს, როგორ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ საქმეში ბევრი დახმარება გაგვიწია დასავლეთმა და ამერიკამ ყველაზე მეტი. ჩვენ რა გვინდა, იცი? დასავლეთის ქვეყნებმა მოგვცენ ფული, გრანტები, გაგვიწვრთნან ჯარი, პოლიციისა და სპეცსამსახურების გაძლიერებაში დაგვეხმარონ და მათ შორის, მათი უცხოეთის ქვეყნებში მომზადებაც შედის იმ ქვეყნების ხარჯით. კიდევ ბევრი რამ გვინდა დასავლეთისგან, მაგრამ ჭკუას რომ გვარიგებენ, ეს გვწყინს. ჩვენ, რა, დებილები ვართ, ისინი რატომ გვასწავლიან და რატომ მიგვითითებებს, რა უნდა გავაკეთოთო, ვბრაზდებით. კაცო, თუ სხვისი დახმარების გარეშე შეგვიძლია ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სხვებს რატომ ვეხვეწებით? ავდგეთ და ავაშენოთ. მაგრამ არ შეგვიძლია. სხვები გვეხმარებიან, უამრავი ფული მოგვცეს და სფერო არ დარჩა, რაშიც არ დაგვეხმარნენ და დღემდე ვერ ავაშენეთ და მარტო რისი ამშენებლები ვართ? ამ დროს დასავლეთის ლოგიკა ძალიან მარტივი, პრაგმატული და გასაგებია. გვეუბნებიან, თქვენ თუ გინდათ იყოთ  ჩვენი ოჯახის  წევრები, მაშინ ჩვენს ოჯახში რა წესებიც არის, იმ წესებით უნდა იცხოვროო. თუმცა, მეორეს მხრივ, საფრანგეთში, ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო მილიონიანი აქცია გაიმართა. ეს  5 წლის წინ იყო, პარიზში. მაგრამ მაშინ არავის უთქვამს, რომ საფრანგეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა და იქ ლიბერალური დემოკრატია არ არსებობსო. მაშინ, მოდი და დავფიქრდეთ. თუ საფრანგეთს ეს ეპატიება, ეს ამ ქვეყნის იმიჯს ვერ ამსხვრევს, ჩვენ რატომ არ გვპატიობენ იმავე მიზეზით გამართულ აქციას? იმიტომ, რომ აქ ძალადობა მოხდა, ეს არის მთავარი. ენა როგორ მომიბრუნდება, ეკლესიისა და სამღვდელოების საწინააღმდეგო ვთქვა რაიმე, მთელი ჩემი საგვარეულო, წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ როდესაც ერთ–ერთმა მეუფემ გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თქვა, ერთი ადამიანის სიკვდილზე რა ამბავი ატეხესო და ეს რომ მოვისმინე, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. ამ მეუფეს, ასე მგონია, „ძველი აღთქმა“ ბოლომდე არ წაუკითხავს, „ბიბლიაზე“ აღარაფერს ვამბობ. წაკითხული რომ ჰქონდეს, ამას არ იტყოდა, მიხვდებოდა, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც ისეთივე ღირებულია, როგორც ასის და ათასის. აი, აქ არის ეს განსხვავებები. ეს ძალადობაა, ძალადობა, რომელსაც არ გვპატიობს დასავლეთი და რისი გაგებაც არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას. ძალიან გაუშინაურდნენ ამერიკის ელჩს, ცუდი გაგებით. არ მინდა რომელიმე ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მაგათ ამერიკის ელჩი არ ეგონოთ ბანგლადეშისა და პაკისტანის ელჩები. ეს პატარა ქალი  განცხადებას რომ  აკეთებს, ასრულებს დირექტივას, ენტონი ბლინკენისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებას და თუ უფრო შორს წავალთ, თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. ის ბლინკენი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დანიშნულია სახელმწიფო მდივნად, მისი კურსის გამტარებელია, შემთხვევით ხომ არ მოხვდა ამხელა პოსტზე?! აი, ამას ვერ აცნობიერებენ „ქართულ ოცნებაში“. 

თეგები: კელი დეგნანისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved