• რეკლამა
  • კონტაქტი
21:57, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირდაპირ ვიტყვი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ამა თუ იმ მმართველი ძალის ყოფნა – არ ყოფნის საკითხში” – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:04 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

–  ბატონო სოსო, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკელმა „ტვიტერში“  საქართველოს შესახებ ასეთი რამ დაწერა: „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის.“ ჩვენში ბევრი თვლის, რომ ბლინკენის ამ განცხადებას, მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური  სანქციები საქართველოს მიმართ. ასევე,  სხვა და სხვა სახის სანქციები  ქვეყნის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. საგულისხმოა, რომ ამჯერად უკვე ამერიკის სახელმწიფო მდივანი აპროტესტებს შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლას და არა მისი რომელიმე მოადგილე ან თანაშემწე. სანქციების  დადების ალბათობის გაზრდასაც ამ ფაქტს მიაწერენ.

– კი, ბატონო, ამერიკის  სახელმწიფო მდივნის განცხადებას სხვა ფასი და წონა აქვს, გეთანხმები. თუმცა, სანქციებს გამოვრიცხავ. საქართველო რჩება ამერიკის  მოკავშირედ ნებისმიერ შემთხვევაში და საქართველოზე ვრცელდება ამერიკის დახმარების საერთო პოლიტიკა. ამავე დროს, ბუნებრივია ის, რომ ამერიკის მხრიდან ადგილი აქვს უკმაყოფილებას და იმედგაცრუებასაც. მთავარი ის არის, რომ ამის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. უზენაესის მოსამართლეები დაამტკიცა პარლამენტმა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ვერ გაათვითცნობიერა ის ფაქტი, რომ ამერიკისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სასამართლო სისტემას, ნამდვილ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სასამართლოს. უკრაინის მაგალითი გავიხსენოთ. პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ვიდრე არ დაასრულებთ სასამართლო სისტემის რეფორმას, ნატო–ს მთავარი მოკავშირის სტატუსს, ნატო–ს წევრობის გარეშე, ნურც დაელოდებითო. როგორი  სასამართლო სისტემა გვექნება, პირდაპირ ვიტყვი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ამა თუ იმ მმართველი ძალის ყოფნა – არ ყოფნის საკითხში. ახლა ისევ ჩამოვა შარლ მიშელი. მე არ ვისურვებდი, რომ მისი ვიზავი ვყოფილიყავი ამ მოლაპარაკებებში. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თავზე ხელის გადასასმელად არ ჩამოდის, ეს კარგად ვიცით. ჩვენ ბოლომდე ვერც გავიგებთ იმ საყვედურების შინაარსს და  მასშტაბს, შარლ მიშელს რომ ჩამოაქვს ხელისუფლებისთვის. იქნება ჟურნალისტებთან განცხადებები, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ, გეხმარებით, თქვენს გვერდით ვდგევართ, მაგრამ კარს მიღმა რა „ცოცხები“ მოხვდება „ქართულ ოცნებას“, ეს  სხვა საკითხია. ჩვენ ტენდენციებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვინაიდან დაიწყო ძალიან ცუდი ტენდენციები – ეს არის იმედგაცრუება. ნუ ველით იმას, რომ დღეს ამერიკა სანქციებს დაუწესებს ხელისუფლების წარმომადგენლებს. დავუშვათ, დაუწესა სანქციები, რა მოჰყვება ამას? მოჰყვება ის, რაც ბელორუსში მოხდა – საქართველოში მკვეთრად გაძლიერდებიან პრორუსული ძალები. ეს არ არის ამერიკის, დასავლეთის ინტერესებში. ეს ერთ–ერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გამოც ამერიკა სანქციებზე თავს იკავებს. თუმცა, ისიც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იმედგაცრუება ამერიკისა და დასავლეთისა უსასრულოდ გაგრძელდება და მათი თმენის რესურსი უსასრულოა. ასე არ არის. გავიხსენოთ ისევ ბელორუსი, უკანასკნელი 15 წელი – რამდენჯერმე ლუკაშენკომ დასავლეთისკენ იბრუნა პირი, თითქოს იქ დაიწყო ფლირტი. მერე ლუკაშენკომ როგორც კი გადაკვეთა წითელი ხაზები, დასავლეთმა საბოლოოდ მიუჯახუნა კარები. ჯერ ჩვენ ეს არ გველოდება, მაგრამ  დასავლეთის მუდმივი  იგნორირებისა და მოტყუების ტენდენციას თუ გააგრძელებს ჩვენი ხელისუფლება, ეს ტენდენცია თუ პრაქტიკად იქცა, მაშინ ჩვენც გველოდება იგივე სანქციები და პირველ რიგში, ფინანსური და სხვა სახის დახმარებების შეწყვეტა ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მხრიდან.

– ეგ უნდა მეკითხა. ამ ეტაპზე, უახლოეს ერთ–ორ წელიწადში, ამერიკა ხომ არ შეგვიწყვეტს ფინანსურ, სამხედრო და სხვა სახის დახმარებებს?

– ამერიკის დახმარებები  რეტროსპექტივაში რომ განვიხილოთ, მნიშვნელობით, მყიდველობის უნარიანობით, დახმარების ადრესატების გათვალისწინებით,  ცხადია, შემცირდა.

– ჩვენი ხელისუფლება უცხოური დახმარებების შემცირებას პანდემიით ხსნის, ყველა ქვეყანას თავისი გასჭირვებია და ჩვენთვის არ სცხელათო.

– არც ეგრეა საქმე. ზოგადად, დახმარებები, მათი მასშტაბები და მნიშვნელობები კი შემცირდა, მაგრამ ვინც იმსახურებს, ეხმარებიან. უკრაინაში პანდემიაც არის, კორუფციის მასშტაბებიც დიდია, მაგრამ ბოლო წლებში, მსოფლიო პანდემიის დროს, უკრაინას გაუზარდეს დახმარებები. ამერიკის დახმარებები უცხო ქვეყნებისთვის, ეს ამერიკის ბიუჯეტში ცალკე  მუხლია. ტრამპის პრეზიდენტობისას შემცირდა ეს  დახმარებები, მაგრამ ახლა იზრდება და ბაიდენი ცდილობს, ძველ, ობამასდროინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. ჩვენ როგორ მოვხვდებით ამ დახმარებების პაკეტებში, რა სახის და რამდენ დახმარებას გაგვიწევენ, ეგ არის ჩვენთვის მთავარი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ბაიდენის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის დედაბოძს ლიბერალური დემოკრატია წარმოადგენს. ბაიდენი ცდილობს, ტრამპის მიერ უკუგდებული ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები ისევ აღადგინოს. ლოგიკურად, იმ ქვეყნებს დაეხმარებიან, რომლებიც ამ ლიბერალური დემოკრატიის გზაზე დადგებიან და შესაბამის რეფორმებს დაატარებენ. ახლახან  ჩვენმა პრემიერ–მინისტრმა დანიშნა ორი ახალი ვიცე–პრემიერი – ლევან დავითაშვილი და თეა წულუკიანი. არც ერთი არ გამოირჩევა ლიბერალური ფასეულობებით, ირაკლი ღარიბაშვილზე აღარაფერს ვამბობ. ბაიდენის სტანდარტებით, ანტილიბერალებადაც შეიძლება განვიხილოთ ორივენი.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved