• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ მარნეულში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
19:45 07-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სარალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ე.ა.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების მუხლებით წარუდგინა. 

პროკურატურამ ასევე ბრალდებულის ე.ა.-ს მამის ზ.ა.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ტ.პ.-ს, ხოლო სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ი.პ.-ს ბრალდება წარუდგინა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ე.ა-მ, შერიგებაზე უარის გამო შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილი მეუღლის – გ.პ.-ს, მეუღლის ძმის – ა.პ.-ს, მეუღლის მამის – ი.პ.-ს და დედის – ს.ა.-ს მიმართულებით, დამიზნებით, რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სროლის შედეგად, გ.პ.-მ და ი.პ.-მ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ხოლო ს.ა. და ა.პ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად   სიკვდილს გადაურჩნენ. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდეგ, გარდაცვლილების ნათესავები ტ.პ. და ი.პ.  სხვა პირებთან ერთად მივიდნენ ე.ა.-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ტ.პ.-მ  შურისძიების მიზნით,  ე.ა.-ს მამას ზ.ა.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ  ეზოში  გაჩერებული ორი ავტომანქანა დააზიანა. 

სამართალდამცველებმა ე.ა., ტ.პ. და ი.პ. იმავე დღეს დააკავეს. ე.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა რაც სასჯელის სახით 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტ.პ.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო  ი.პ.-ს  187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა ბრალდება, რაც ერთიდან   სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved