• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ გაუზრდელებმა არ იციან, რომ სიძულვილის გაღვივება დანაშაულია, ეს ახვაროსნები თან სტალინსაც იწონებენ…” – ირაკლი კაკაბაძე “ალტ-ინფოს” წამყვანებზე

ალია ავტორი - ალია
17:06 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, აქვეყნებს “ალტ-ინფოს” ერთ-ერთ გადაცემას და წერს:

“მეგობრებო, ეს სამი ახალგაზრდა აშკარად ძალადობას ქადაგებს. პირდაპირ მოუწედებენ ხალხს, რომ ძალადობაზე უარი არ თქვან. ამავე დროს აბრალებენ ლიბერალებს, თითქოს ისინი არიან არაძალადობის პირველი მქადაგებლები – ისიც არ იციან, რომ არაძალადობას არა აქვს პოლიტიკური იდეოლოგია – და ის იდეოლოგია, რომელიც ემხრობა ძალადობას – არის ასაკრძალი, რადგან ის ჯანმრთელი არ არის.

ეს ერთი. მეორე, ამ გაუზრდელმა ახალგაზრდებმა არ იციან ისიც რომ ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ლიდერობით მთლიანად ეყრდნობოდა მაჰათმა განდის მიერ დასახულ არაძალადობრივ პრინციპებს. ღია ეთერში ძალადობის ქადაგება და ნებისმიერი ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება (რაც არ უნდა სიყვარულით იყოს განპირობებული, რომლის ახსნასაც ვერ ახერხებენ რიგიანად) არის პრაქტიკულად დანაშაული.

პირდაპირ უნდა ითქვას – ეს ადამიანები არიან ევროპის მოძულეები – ევრო-ფობიით და ბევრი სხვა ფობიით დაავადებული ტიპაჟები. ფაშისტური და ნეო-ნაცისტური განწყობილებები აშკარად ღვივდება ამ ‘ვაი-პატრიოტების’ წყალობით – ამას ზურგს უკან უდგას გარკვეული ფინანსურად ძლიერი ჯგუფები – ზოგიერთი ნაციონალური მოძრაობის ძალიან გავლენიანი წევრებით – ალბათ თემურ ალასანიაც მონაწილეობდა ამ ალიანსის შექმნაში.

ხელისუფლება რატომღაც არაფერს აკეთებს ამ ‘ჟღვლინტიანი ნეო-ნაცისტური ჯგუფის’ გასანეტრალებლად. ფილიპე მახარაძის მოგვარე ვინმე ზურა და მისი რუს-ქართველა ამფსონები ‘გეოპილიტიკის ექსპერტების’ როლში გვეუბნებიან რომ დიქტატურა და ავტორიტარიზმი კარგია და თან რუსეთს ისევ უნდა მივუერთდეთ თურმე – ვაი, ჩემო ქვეყანავ.

ეს მემარჯვენე და ვითომ კონსერვატორი ახვაროსნები თან სტალინსაც იწონებენ (ქართულ-პოპულისტურ ამბავში პროლეტარიატის ლიდერსაც ვერ აგინებენ ‘კონსერვატორები’.) ამ ჯგუფს ფინანსური თუ სხვა წახალისებით ჰყავს 20 ათასამდე მხარდამჭერი (როგორც თვითონ აცხადებენ). ეს უკვე ძალიან საგანგაშო ფაქტია. ჯერ, აშკარა ძალადობის მოწოდება გააკეთეს – ეკრანზევე – და ახლა უკვე გვირჩევენ რომ რუსეთს შევუერთდეთ.

ეს უბედურებაა – საქართველო არათუ სრული ოკუპაციის, არამედ ფაშისტური და ნეონაცისტური მმართველობის საფრთხის წინაშე დგას. ამის საწინააღმდეგოდ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ანტი-ნაცსტური სამოქალაქო კოალიცია! აუცილებელია ეს კოალიცია ჩამოყალიბდეს ყველა იმ სუფთა ძალის და პიროვნების მიერ, რომელიც არ არის გასვრილი რომეიმე მოძალადე რეჟიმთან თანამშრომლობით. და უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვინც ფიქრობს რომ ნეო-ნაციზმის დაღუპავს საქართველოს – და არა მარტო საქართველოს!”

იხილეთ… ამიტომ მჯეროდა, რომ ის სპეცოპერაცია, მედიის წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმილი იყო – ინგა გრიგოლია
თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved