• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ეს სიტყვები ფორთხვით იმეოროთ, იმიტომ, რომ შეგეძლოთ, ბავშვის გადარჩენა მაგრამ ხატია სიჭინავას და მამა შალვას დაუჯერეთ?” – ნინო დარსაველიძე

ალია ავტორი - ალია
16:22 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელი, ნინო დარსაველიძე სოციალურ ქსელში წერს:

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამე უფრო აპოკალიპტური, ვიდრე ქიმიურ კომაში შეყვანილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის და მარცხდება?

მე არა. იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი რამ.

ევოლუციამ იზრუნა, რომ მაგაზე მეტი უბედურება ვერ წარმოგვედგინა და თუ ვინმეს შეუძლია ამაზე უარესის წარმოდგენა, ბუნების შეცდომაა მისი გონება. და აი ისიც.  როცა უკვე აღარაფრის ძალა აღარ გვაქვს ზრდასრულებს, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დავიღალეთ, 2020-ში, იმიტომ რომ 2020-ში ხანდაზმულები უნდა გადაგვერჩინა,  2021-მა ახალი კარტი გახსნა და ამოცანა გართულდა.

გაჩნდა კოვიდის შტამი, რომელიც არ ინდობს ბავშვებს.  ზრდასრულებს  გვაქვს მცირედი არსენალი, რომ ეს ბავშვები დავიცვათ: პირბადე, დისტანცია და აცრა. ეს უკანასკნელი ბავშვებისთვის არაა ხელმისაწვდომი, სამაგიეროდ, ხელმისაწვდომია თქვენთვის. აქ ვეღარ იტყვი, რომ ვისაც უნდა – აიცრას.

ვეღარ იპოვით ნუგეშს ვერც გარდაცვლილის ასაკსა და ქრონიკულ დაავადებებში, არ არსებობს ნუგეში, როცა ბავშვი კვდება. მორწმუნეებო, თქვენ ვისაც დღეს გიყვებიან, რომ აცრა ანტიქრსიტემ მოავლინა თქვენს დასამონებლად და ამის გჯერათ, ისიც დაუშვით, რომ ცრუ მესიაა თქვენ თვალწინ და ანტიქრისტე გელაპარაკებათ მისი პირით. წერია ეს სახარებაში, თუ წაიკითხავთ.

ვინც გეუბნებათ, რომ აცრას თუ გაიკეთებთ, 3 წელიწადში მოკვდებით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა რომ შეგეძლოთ, არ გასწირავთ? თუ მაინც და მაინც იქამდე უნდა მიხვიდეთ, რომ ეს სიტყვები ფორთხვით იმეოროთ, როცა უკვე აზრი აღარ იქნება, იმიტომ, რომ შეგეძლოთ, მაგრამ ხატია სიჭინავას და მამა შალვას დაუჯერეთ?“

თეგები: ნინო დარსაველიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved