• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალმა დადგენილებამ “გზა გაუხსნა” შარლატანებს და ფალსიფიკატორებს” – გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
15:51 07-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

 მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე

“2021 წლის 15 ივლისი №359 განკარგულება არის ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დაგენილებაში. ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხდება მიღებული განკრგულების აღსრულება როდესაც:

1. ქვეყანაში არ არსებობს PCR ტესტირების შედეგის (სერტიფიკატის) ერთიანი სტანდარტი.

2. ქვეყანაში არ არსებობს PCR-ტესტირების შედგეგის/სერტიფიკატის ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო მექანიზმი ;

ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდნენ დაწესებულებები, რომლებიც მსურველებს სთავაზობენ PCR-ტესტირებას 35-45 ლარად.

ვინც ჩახედულია კოვიდ-19 მოლეკულური კვლევის (PCR) მეთოდიკაში, დამეთანხმება რომ ეს ფასი ხარისხიანი რეაგენტების და ერთჯერადი გამოყენების ლაბორატორიული ინსტრუმენტების თვითღირებულებაზე დაბალია, არაფერს ვამბობ ტესტირებასთან დაკავშირებულ არაპირდაპირ ხარჯებზე – ხელფასი, არენდა, ელ-ენერგია, წყალი და ა.შ.

ფაქტობრივად ახალმა დადგენილებამ “გზა გაუხსნა” შარლატანებს და ფალსიფიკატორებს.

ამას გარდა, ჩვენი ქვეყნის რეგულაციით საჰაერო გზით შემოსულ სრულად აცრილ ვიზიტორს/სტუმარს საზღვრის გადაკვეთისას არ ვთხოვთ PCR-კვლევის სერტიფიკატს, რაც ზრდის უსიმპტომო გადამტენების მიერ ახალი შტამების შემოტანის რისკს “აუცრელ ქვეყანაში”.

მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ მისაღებია

1. PCR-ტესტის შედეგის (სერტიფიკატის) ნაციონალური ფორმა/სტანდარტი;

2. რეგულაცია რომ ყველა ვიზიტორს (აცრილსაც და აუცრელსაც) მოეთხოვოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR კვლევის რეზულტატი;

3.ვალდებულება რომ ყველა სერტიფიკატს (როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ გაცემულს)ჰქონდეს უნიკალური QR კოდი, რომლის შემოწმება სმარტფონით არის შესაძებელი და არ საჭიროებს დამატებით ხელსაწყოებს.”

შეგახსენებთ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

ამასთან, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში გუშინ, 15 ივლისს გამოქვეყნდა.

თეგები: გიორგი კავკასიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved