• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღევანდელი მოდელით, შანსი არ გვაქვს ამ კრიზისიდან გამოვიდეთ“ – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
19:28 07-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე.

– საქართველოში ლგბტ პრაიდი ვერ ჩატარდა, არადა, წელს სერიოზული ორგანიზება ხდებოდა, 15 პარტიამ ხელიც მოაწერა მემორანდუმს…

– კარგია, რომ ლგბტ პრაიდი ვერ ჩატარდა, ასევე კარგია, რომ პარლამენტის წინ დაიდგა წმიდა ნინოს ჯვარი, მოხდა კარვების აღება, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა და ანტისანიტარიის ბუდე იყო. თუმცა ეს კარვები დიდი ხნის წინ ხელისუფლებას უნდა აეღო. ცუდი იყო ის, რომ დაშავდა 50–მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. რა თქმა უნდა პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ყოველწლიურად ქუჩაში პრაიდის არჩატარებაზე სირბილს ხომ არ ჯობდა, ასე მასობრივად, კანონმდებლობიდან ტერმინების ამოღებაზე შევკრებილიყავით? 2019 წელს, პარლამენტში მესამედ შევიდა ჩემს მიერ დაწერილი კანონპროექტების პაკეტი (8 კანონიდან) “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა” ამოღებაზე! 2019 წლის 4 ივლისს პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა და საქართველოს კანონმდებლობიდან ამ ტერმინების ამოღებას 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი!!! ეს შევძელით მხოლოდ ორმა კაცმა მე და ემზარ კვიციანმა, მაშინ ამ კანონპროექტს მასობრივი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ეს საკითხი დიდი ალბათობით გავიდოდა და ყოველწლიური ქუჩის აქციები საჭირო აღარ გახდებოდა!

– ელჩები პრაიდის ჩატარებას კატეგორიულად მოითხოვდნენ, განსაკუთრებით აშშ–ს ელჩი.

– რაც შეეხება ელჩებს, რომელი ქვეყნების ელჩები გვასწავლიან ტოლერანტობას? ლათინური ამერიკის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის მჟლეტავი ესპანეთი? ინდიელების გამჟუჟავი აშშ? 10 მილიონი კონგოელის გამჟლეტი და კაუჩუკის პლანტაციებზე მუშაობით სულის ამომხდელი ბელგია? კოლონიური ომებისთვის “უცხოური ლეგიონის” შემქმნელი საფრანგეთი? აღმოსავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოების გამანადგურებელი და ბრაზილიის დამპყრობი პორტუგალია? ირლანდიელების “თეთრ მონებად” გამყიდველი ინგლისი? არიული რასის მქადაგებელი გერმანია? თუ ფაშიზმის სამშობლო იტალია? ამ ქვეყნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გამბედაობა იმის სათქმელად, რომ მათგან ტოლერანტობის სწავლას საქართველო ვერ მიიღებს! პირიქით, იქით ვასწავლით შემწყნარებლობას!

რაც შეეხება 5 ივლისის ამბებს, როდესაც ზოგადად საზოგადოებაში აგრესიული ფონია და ჟურნალისტები არ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ მორიდებოდნენ საზოგადოების შეურაცხყოფას და ცეცხლზე ნავთის დასხმას. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ჟურნალისტებზე ხელის აღმართვა, თუმცა როდესაც აქციაზე მყოფებს პუტინისტურ ჯგუფებს და ბნელებს უწოდებ, ყველას ერთნაირად არ შეუძლია შეურაცხყოფის დათმენა და ნერვების მოთოკვა…

საქართველოში ტელეჟურნალისტიკა ძალიან დაბალ დონეზეა. გაბატონებულია ლიბერალური დღის წესრიგი და პირდაპირ ხდება კონსერვატული საზოგადოების დისკრიმინაცია. მათგან ხშირად ეკრანებიდან გვესმის, რომ დისკრიმინაცია მიუღებელია, თუმცა ხშირად დისკრიმინიციას თვითონ სჩადიან. ამბობენ, რომ სხვადასხვა უმცირესობის მიმართ აზრის გამოთქმა შეურაცხყოფაა და არ შეიძლება, სამაგიეროდ, თვითონ ლანძღავენ სასულიერო პირებს და ამას სიტყვის თავისუფლებას არქმევენ…

– რაში ხედავთ გამოსავალს?

– დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრობლემა სახელმწიფოს მმართველობის არსებული მახინჯი მოდელია. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რაზეც ვართ. ეს იგივეა, მაგალითად კომპანიაში ხელმძღვნელმა ვერ ივარგა და ამიტომ კომპანია კოლექტიურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, ან სუფრაზე თამადა არ ვარგა და თამადობის ინსტიტუტი გავაუქმოთ. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში განკარგულებებისა და იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან დღევანდელი სისტემა მუდმივი ქაოსის პირობაა, ხოლო საპრეზიდენტო სისტემით გვაქვს შანსი, სათავეში ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი ლიდერი მოვიდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის და კრიზისიდან გამოიყვანს სახელმწიფოს. მე საპრეზიდენტო ამერიკულ მოდელზე ვსაუბრობ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საპრეზიდენტო მოდელზე როგორც კი გადავალთ, პირველივე პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელით ამის შანსი გვაქვს, დღევანდელი მოდელით კი შანსი არ გვაქვს. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი წინსვლა ყოველთვის ძლიერ მეთაურს უკავშირდება. ქვეყანას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, არა ვინმეს მიერ დანიშნული, არამედ ხალხის მიერ არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved