პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:
“მეკობრისა და ტერორისტის მენტალობის მთავრობა გვყავს. იჭერენ ადამიანებს და ვაჭრობენ. იჭერენ უკანონოდ, რომ მერე გათავისუფლება გაგვიხარდეს და ის, რის გამოც გვიჭერენ დაგვავიწყდეს. ეს პრაქტიკა უკვე საერთაშორისო გახდა.
დღეს შეიწყალეს უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ ბატურინი, რომლებიც სააკაშვილთან არიან დაკავშირებული.
დღეს ზელენსკის ზეწოლით ისინი გაანთავისუფლეს, სამაგიეროდ ზელენსკი და მაია სანდუ ჩამოვიდნენ ბათუმში კონფერენციაზე.
წარმოუდგენელია ეს, თან ცხადია გვიხარია ყოველი უკანონო პატიმრის განთავისუფლება. ვირეშმაკა სადისტები მართავენ ქვეყანას.”
კომენტარები