• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩასვრლი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში“ – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
21:32 07-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:

„ჩასვრლი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში.

ძალზედ უცნაურია, როდესაც მედიასაშუალებები, რომელთაც წამყვანი პოზიციები უკავიათ მედიარეიტინგებში, პირდაპირი წვდომა აქვთ მაყურებელთან პირდაპირი ეთერებით, პოლიტიკური შოუებით, საინფორმაციო გამოშვებებით, აქვთ ჟურნალისტური გამოძიების გამოცდილება და უფლება, დაკავებული არიან მიტინგების წაყვანით, პერფომანსების დადგმით, ქუჩის აქციების ორგანიზებით.

რა შეიძლება იყოს ჟურნალისტების ასეთი არაადეკვატური და ხალხის მასობრივი უკმაყოფილების გამომწვევი ქმედებების მიზეზი? … მიზანი?…

მიზეზი ბევრია, მაგრამ უმთავრესი, მაინც ისაა, რომ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული კატასტროფულად დაბალი რეიტინგის, საერთაშორისო ვალდებულებების ვერ შესრულების, ხალხის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებიან…

ამას ერთვის შიდაგანხეთქილებების, ურთიერთშორის დაპირისპირებისა და ქართულ ოცნებასთან გარიგებების მთელი კასკადი.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც მაღალი პროცენტი აჩვენა არჩევნებში და რომელსაც ნახევრი მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ნაცმოძრაობაა, უფრო სწორედ, მიშა სააკაშვილია… დიახ, ხმები მისია! პარტია?… არა, პარტია მისი აღარაა და პარტიის თავმჯდომარეც, ნიკა მელია, დღეს ერთადერთი მთავარი მტერი და არასაიმედო პარტნიორია მიშაგადაშენებულის… სწორედ ამიტომაა, რომ უკანასკნელ პოლიტიკურ თამაშებში ნაცმოძრაობა პასიურობს… აბა, ხალხს მიშას მოწოდების გარეშე ისინი ვერ გამოიყვანენ, მიშას კი, აჩერებენ და თამაშიდან ტეხავენ, .. ხოლო სხვა აქტივი მათ მხარეს არც არაფერია.

მოკლედ, მიზეზი ესაა… ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არარსებობა, პასიურობა და მიმდინარე პოლიტიკურ სპექტაკლში, რომელიც მასობრივ უკმაყოფილებას და მასობრივ გამოსვლებს უნდა დაეყრდნოს, ამ პარტიების მინიმალური როლი….

მიზანი…

ჰო,… მიზანი!

მიზანი ერთია, დიდი და ნათელი! – სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაუქმება (შარლ მიშელის კაპიტულანტური აქტის მიხედვით) და ხელისუფლების დამხობა! უფრი სწორედ, ხალხის ნდობით აღჭურვილი -ირაკლი ღარიბაშვილის და, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი მთავარი პოლიციელის- ვახტანგ გომელაურის ჩამოცილება!

დიახ, მიზანი ერთია, რადგან ეკლესიაც ამ სახელმწიფოს ნაწილია და ერთადერთი ორგანიზებული და სრული ნდობით მოქმედი სტრუქტურული ერთეულია სახელმწიფოსი, რომელსაც სათავეში ჩვენი მხცოვანი მამა, ილია მეორე უდგას და რომლის მიმართაც სიყვარული უალტერნატივოა!

თითქოს, რთული არ ინდა იყოს. სულ რამოდენიმე ადამიანის ჩამოცილებაა საჭირო და ფერადი ფაშიზმის ცისარტყელიანი დროშის აფრიალება რუსთაველის გამზირზე….

მაგრამ…

როგორც აღმოჩნდა, არც ე.წ. ჟურნალისტებს აქვს დიდი ნდობა და ავტორიტეტი ხალხში…

როგორც აღმოჩნდა, ერთი “კიდობანის” წამყვანის დაძახილზე 20-ჯერ მეტი ხალხი გადის ქუჩაში, ვიდრე 3 სატელევიზიო არხის ათეული ცნობილი ჟურნალისტის მოწოდებისას.

აღმოჩნდა, რომ 6 ივლისს, სულ რაღაც 1 საათი გახდა საჭირო, რომ თბილისის ახალგაზრდობა აურაცხელი რაოდენობით გამოსულიყო ქუჩაში და პოდიუმზე მდგარი ჟურნალისტები რუსთაველის პროსპექტიდან გაპარებულ, შეშინებულ ჯგუფად გადაექცია!

თურმე, ერთკვირიანი მოწოდება ტელევიზიით და სოცქსელებით გაშვებული რეკლამებიც ვერ ზრდის მომხრეთა რაოდენობას, თუ მისამხრობის მიმართ არ არსებობს ნდობა და პატივისცემა!

და ბოლოს…

ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც გამოდის პოლიტიკური მოთხოვნებით და ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას, არის პოლიტიური ძალა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მენაგვეები იქნებიან, ჟურნალისტები თუ ნჯო-ები… დღეს საქართველოში გადატრიალების პროვოცირებას ცდილობს “ჟურნალისტებად” წოდებული პოლიტიკური ძალა!“

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved