„23:00-ზე უკვე იცი, რომ ვართ სვოტში. თავმჯდომარის გვერდზე გავაკეთებთ ლაივს იმედიდან, მაგრამ თქვენი დახმარება საჭირო იქნება, როგორც თავმჯდომარის, ასევე, იმედის გვერდზეც. შემოგვასევენ ბოტებს და ორივეგან დაგვჭირდება ბრძოლა ვთხოვოთ ჩვენებს“ – ეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელის შეტყობინებაა, რომელიც შეცდომით ჟურნალისტების საერთო ჩატში აღმოჩნდა.
შეტყობინება ტელეკომპანია იმედზე თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს დაწყებამდე დაიწერა, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს, თუმცა TV25-მა სქრინის შენახვა მოასწრა.


კომენტარები