• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს: „კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ვალდებულებები, უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ“

ალია ავტორი - ალია
11:24 02-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში რამდენიმე ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მერია თვალს ვერ დახუჭავს უხარისხობაზე და კომპანიებს მოუწევთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.

კახა კალაძის განმარტებით, კომპანიას, რომელიც გლდანში ორ ქუჩაზე აწარმოებდა სამუშაოებს, დაევალა, საგზაო ინფრასტრუქტურა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს.

„რადგან ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო გლდანში, კონკრეტულად ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე, ეს არის ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის ქუჩა და ხარაძის ქუჩები, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ ამ ორ ქუჩაზე გვქონდა პრობლემები. როდესაც მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე, რათა ჩაებარებინა პროექტი, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. ამას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მოყვა რეაგირება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ელემენტარულად სინჯების აღება ვერ მოახერხა ლაბორატორიამ ისეთი ცუდი მოასფალტებული იყო ეს ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საზოგადოების  შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ, აი, ამდენი ხანი ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა თავიდან თხრიან. არა, მეგობრებო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში თვალს არ დავხუჭავთ უხარისხობაზე, შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სამწუხაროდ, არსებობს ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებუყლებებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულებები შეასრულეთ, სხვას არაფერს გთხოვთ, გვინდა, ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომელიც ზოგადად დისკომფრტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რამით დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა, მეგობრებო. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ხალხს, შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კონკრეტულ კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით.თქვენგან გვჭირდება ჩვენ მხარდაჭერა და თანადგომა, მხოლოდ ჩვენი მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი, ყველასია. ერთადერთი, რასაც გთხოვთ, გთხოვთ თანადგომას და მხარდაჭერას, რომ მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, გავალამაზოთ, ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული და სალაპარაკო არ გახდება ეს თემა. მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, რომ რაც შეიძლება დროულად შეასრულონ სამუშაოები, რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა, თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ, რათა  ასეთმა კომპანიებმა მეორეჯერ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ არ გაქვს შესაძლებლობა და თავი, შეასრულო სამუშაოები, დაანებე თავი და ნუ მიიღებ მონაწილეობას ტენდერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved