ადვკატი, გურამ კონტუაძე:
“ირაკლი კობახიძე ივარაუდებს, რომ საიტის გაუმართაობა სააკაშვილის ინტერესებშია;
კახა კუჭავა განაცხადებს, რომ აუცილებელია სწორად გვესმოდეს ვის ინტერესებშია ვაქცინაციის საიტის მწყობრიდან გამოყვანა;
არჩილ თალაკვაძე დაგმობს საიტის გაფუჭებას და მიუთითებს, რომ ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ბრძოლა;
გიორგი მდინარაძე აგვიხსნის, რომ მტკიცებულებელებების გარეშე საუბარი ძნელია მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის საიტზე შეტევა მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ანუ ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს;
გია ვოლსკი განგვიცხადებს, რომ ის ხედავს კავშირს მოძრაობა სირცხვილიას, სააკაშვილსა და საიტის გაფუჭებას შორის;
თეა წულუკიანი, მოუწოდებს ხალხს დავიცვათ ტრადიციები, რადგანაც სისხლიანი ცხრა წლის დროს საიტი საერთოდ არ იყო და ეს საიტიც და ვაქცინაც ბიძინას დამსახურებაა;
ვიქტორ სანიკიძე, ელისო ბოლქვაძე განაცცადებენ, რომ… ვერაფერს განაცხადებენ!!!
ნათია თურნავა, მიუთითებს რომ ტურისტული სეზონის ჩაგდება ეს არის ოპოზიციის ინტერესი და ვაქცინაციის არ დაშვება შედის მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში;
ვახტანგ გომელაური, განაცხადებს რომ მიმდინარეობს სამუშაოები და შესაძლოა იკვეთებოდეს კვალი სხვა ქვეყნიდან, უფრო კიევიდან;
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, განაცხადებს რომ ვალუტის კურსი არის მცურავი რეჟიმი თუმცა საიტის მწყობრიდან გამოყვანა არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ საიტი რა თქმა უნდა ტვირთად აწვება ეროვნულ ვალუტას;
ტვ იმედი გამოაქვეყნებს სტატიას: ვინ დგას საიტის გაფუჭების უკან და რატომ ნაცები?
საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკეთებს რეპორტაჟს: უნდა იყოს თუ არა დასაშვები საიტის გაფუჭება და უნდა იდგნენ თუ არა ამის უკან?
პოსტ ტვ-ის ეთერში ღამე შალვა და მისი ორი ცალი გაშლიან თემას მოუწოდებენ ხალხს არ დაივიწყონ 9 წელი, მართალია საიტი არ მუშაობს, მაგრამ კვინტესენცია ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგიის რომელსაც სურს ახალი ადამიანის გამოყვანა, უპირისპირდება არსებულ ტრადიციებს და შესაბამისად ჟიჟეკის აზრით, საიტის გაფუჭება თუ გინდა, საიტი ჯერ უნდა ააწყო მაგრამ ბიძინა უფრო კარგია ვიდრე მიშამ მაგრამ რატომ საიტი? ნაცები უნდა გასამართლდნენ, თუნდაც იმიტომ რომ კვინტესენცია აუცილებელია, რადგანაც….
საპატრიარქო მკაცრად დაგმობს ( ჯერ არ იცის რას მაგრამ გმობს);
ქეთი დოლიძე გამოაქვეყნებს პოსტს, სათაურით: ვაქცინის ჩამოტანა მხოლოდ შეიძლება მიშას არ უნდოდეს;
ასავალ დასავალი პირველ გვერდზე დაბეჭდავს სააკაშვილის სურათს შემდეგი ფრაზით: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვაქცინა უნდა გამოვიგონოთ და გავასამართლოთ და წავაშავოთ და წავაბნელოთ მიხეილ სააკაშვილი;
ექსპერტი ტვ იმედის ეთერში გააკეთებს განცხადებას, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის მიერ;
ტვ იმედის მოამზადებს სიუჟეტს ეკლესიას და საიტს და ვაქცინას და ქართულს ებრძვის ანტიეროვნული ძალები;
საპატრიარქო კვლავ დაგმობს მაგრამ ჯერ არ იცის რას, მაგრამ გმობს;
ბათუმში მოქალაქეთა ნაწილი კვერცხებს დაუშენს ნაცების ოფისს საიტის გაფუჭების გამო;
ქართული მარში, ალტ ინფო და ობიექტივი გამოაქვეყნებენ განცხადებას, რომ 9 წლის განმავლობაში რომ იყიდებოდა ქართული მიწა ეს ყველაფერი სააკაშვილის ბრალია და რა გასაკვირია საიტი მაგასაც გაეფუჭებინა;
ვასილი ჩიგოგიძე პარლამენტარი დარეგისტრირდება საიტზე, მაგრამ მერე უარყოფს რეგისტრაციის ფაქტს, შემდეგ გაიკეთებს ვაქცინას და მასაც უარყოფს და განაცხადებს რომ არ დარეგისტრირებულა საერთოდ;
საპატრიარქო კვლავ დაგმობს მაგრამ ჯერ არ იცის რას, მაგრამ გმობს, მაგრამ საიტის წესის აგებაზე უარს განაცხადებენ;
გიორგი გახარია განაცხადებს, რომ მართალია ცხრა წელი იყო და შემდგომი ცხრა წელიც იყო, მაგრამ შემდგომი ცხრაც ხომ იქნება? მთავარი პრობლემა მაინც რჩება ნეპოტიზმი მაგრამ საიტი? არა კონკრეტული ფაქტები არ იცის მაგრამ სისტემურად უნდა მართვა;
დავით ოქიტაშვილი გამოაქვეყნებს პოსტს სათაურით: რამე ხომ უნდა მეთქვა? იყოს საიტი მიშამ გააფუჭა;
პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელი იქნება შალვა პაპუაშვილი და მან უნდა გამოიძიოს გააფუჭა თუ არა საიტი შალვამ პაპუაშვილმა? დადასტურდება, რომ მას არ გაუფუჭებია და ალბათობის მაღალი ხარისხით ეს იყო ნაციონალური მოძრაობა;
ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს სხდომას და გვეტყვის, რომ: ეს ყველაფერი არის ანტიეკლესიური, ანტი ეროვნული ძალების, მედიისა და ოპოზიციის ბრალი რადგანაც მათი პროვოკაცია იწვევს საიტის გაუმართაობას;
————–
პ.ს. აგერ მე და აგერ თქვენ ისევ ნაცებს დაბრალდება ყველაფერი….”
კომენტარები