პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“არ მჯერა, რომ 30 სუბიექტის მიერ ნაცემ-ნაგვემი, დამცირებული და ღირსებაშელახული ადამიანის სიკვდილის უმთავრესი მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე საგულისხმო, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი მოცემულობა.
სიკვდილი ხშირად წამიერი მოვლენა არ არის, ხანდახან ის წლობით გრძელდება.
არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ჩემ მიერ ამის ხმამაღლა თქმას…
გულითადად ვუთანაგრძნობ დაღუპული ტელეოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას დედას, ცოლ-შვილს, დეიდებს და მეგობრებს.”
კომენტარები