• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შემთხვევა მოჰყავთ სახარებიდან ძალადობის მომხრეებს – ტაძარში მოიქცა ასე უფალი და არა ქვეყანაში…” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
18:46 07-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

დეკანოზი, თამაზ ლომიძე:

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ამ შემთხვევით სპეკულაცია. სახარებაში ნახსენებია განრისხებული ქრისტეს მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდა და ეს შემთხვევა მოჰყავთ ხოლმე სამაგალითოდ ძალადობის მომხრეებს. როცა ნახა უფალმა, რომ ყაჩაღთა ბუნაგად ექციათ ტაძარი, გააკეთა შოლტი, დაუპნია ფული გადამცვლელებს, აუყირავა დახლები და მაგიდები და შოლტით გამოყარა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები. (იოან. 2,15) დიახ, აქ ძალით გამოყარა უფალმა ტაძრის შემბილწველები და მრისხანებაც არ დაუკლია მათთვის. მაგრამ, ვერ ხვდებით რისი მაგალითი მოგცათ ამით ქრისტემ? ტაძარში, ტაძარში როცა დავინახავთ უმსგავსობას და უღმერთობას, არ უნდა მოვითმინოთ და უღირსი საქმე არ უნდა ვაკადროთ ტაძარს, რათა კვლავ არ განვარისხოთ ქრისტე. ტაძარში მოიქცა ასე უფალი და არა ქვეყანაში. თქვენ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ სახარებაში, სადაც უფალი ძალას იყენებს ადამიანებზე. მრავალი ცოდვილი ცხოვრობდა იმ დროს იერუსალიმში და ისრაელში, მაგრამ ცემა-ტყეპით და მუშტი-კრივით არ შემოუვლია უფალს მისი ქვეყანა და არ უძალადია მათზე. პირიქით, მშვიდად ჯდებოდა მათთან, ესაუბრებოდა, უსმენდა, ასწავლიდა, აჩვენებდა ღვთისსათნო გზას და მოთმინებით იტანდა მათ ტვირთს. თუ მაინც და მაინც ეს შემთხვევა გახსოვთ, მიბაძეთ ქრისტეს და სწორედ ტაძრიდან დაიწყეთ შეცდომების გამოსწორება და განწმენდა.

ახლა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მეტყვის: კი, მაგრამ მთელი საქართველოა ჩვენი ტაძარიო. ტყუიხართ, არ არის თქვენთვის მთელი საქართველო ტაძარი. თუ მთელი ქვეყანა ტაძარი გგონიათ, მაშინ გამაგებინეთ, როგორ იტანთ და უსიტყვოდ ეგუებით ამ ტაძარ-ქვეყანაში მაგალითად, ამდენ კაზინოს?

როცა რაიმეს არგუმენტად მოგყავთ სახარება, სრულყოფილადაც უნდა გაიაზროთ ამ შემთხვევის შინაარსი.”

დეკანოზი თამაზ ლომიძე

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved