“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, პარლამენტიდან “ტვ პირველთან” ამბობს:
“გარდაგვეცვალა მედიაოჯახის წევრი და ვითხოვთ სამართალს.
გახსოვთ რომელიმე ომში 53 ჟურნალისტი დაშავებულიყო? ავღანეთში ომში არ დაშავებულა 53 ჟურნალისტი. ერთ დღეში გააკეთეს ეს. ვისზე ვლაპარაკლობთ? გასულია ეს ხელისუფლება, წესრიგიდან, საღი აზრიდან,. ადამიანობიდან და მე მგონია ფსიქიური შერაცხადობიდანაც გადის, ისეთ განცხადებებს აკეთებენ.
პატრიარქის დაპატიმრებას ითხოვდნენო, ხალხო, წარმოუდგენელი სისულელეა… ეს ძალიან საშიში მაპროვოცირებელი განცხადებაა, ძალიან სერიოზული დაპირისპირების გამოსაწვევად გამიზნული განცხადებაა. ტიპიური რუსული დემაგოგიაა, რომელიც გაჟღერდა პრემიერის მხრიდან.
პასუხს აგებს ამისთვის.”
კომენტარები