ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა.
მეუფე საბას თქმით, ის ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.
„ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მრცხვენია კიდეც ამ ადამიანის ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო. ვიზიარებ ტკივილს. სიტყვებითაც რთულია. ქრისტეს ეკლესია, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული როგორ შეიძლება ერთი სიტყვაც კი, გამოხატავდეს ძალადობას. ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და მე ვგმობ. თუ ჩემი წილი არის და როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი ვიღებ პასუხისმგებლობას“, – აცხადებს მეუფე საბა.
კომენტარები