5 ივლისს მიღებული ძლიერი დაზიანებების შემდეგ, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა, ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
„პაციენტი ჩვენთან 5-დან 8 ივლისამდე მკურნალობდა. 8 ივლისს, გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას, შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ვაანალიზებთ პროცესს. ჩვენი მხრიდან, არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას. გაწერა სტანდარტის მიხედვით მოხდა. ყველაფერი დანარჩენი არის თეორიები, რომლებზეც, მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გაწერის წინ, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
კომენტარები