• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირადად ვიცნობ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატს და მათ არ დავუჭერ მხარს – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:55 07-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი წარმოადგენს კადრს უკიდურესად დაზიანებული რეპუტაციის სისტემიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი:

„უპირველესად, პრობლემა არის ის, რომ ორივე კანდიდატი, რომელიც გადავიდა შემდეგ ეტაპზე, წარმოადგენს კადრს სისტემის შიგნიდან და ეს სისტემა არის უკიდურესად დაზიანებული თავისი რეპუტაციით. ერთადერთი, რასაც შეუძლია ცესკო-ს მიმართ ნდობა გააჩინოს საზოგადოებაში, იქნება უზადო რეპუტაციის მქონე კადრი გარედან, რომელსაც არ მოჰყვება არასაჭირო და არასასურველი მემკვიდრეობა, იყოს სისტემის ნაწილი.

პირადად ვიცნობ ორივე კანდიდატს, განსაკუთრებით, გიორგი სანტურიანს, და მის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულების მიუხედავად, არც მას დავუჭერ მხარს, რადგან ის არის სისტემის ნაწილი. ნდობა აქ გადამწყვეტია. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ თავიდან მოხდეს კონკურსის ჩატარება და მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა ერთობლივად, ღიად, საჯაროდ ვიმუშაოთ, რათა ამ კონკურსს მეტმა სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კადრმა გამოუცხადოს ნდობა და შემოიტანოს განაცხადი. როცა სისტემის გარედან ძალიან ცოტამ შემოიტანა განაცხადი, ფაქტობრივად უკვე ჩანდა, რომ ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც სჭირდება დღეს საქმეს“

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად – გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

თეგები: ანა ნაცვლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved