ერგნეთში ინციდენტთა პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის წინ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დღეიდან სპეციალისტები საირიგაციო სისტემების შესწავლას დაიწყებენ.
ტექნიკურ სამუშაოებში, როგორც ქართული მხარის, ისე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ერგნეთის მორიგი შეხვედრა კი 13 ივლისისთვის არის ჩანიშნული.
კომენტარები