იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პანდემიის ერთადერთი, ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
„ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პანდემიის შემაჩერებელი ეფექტური გზა – ეს არის მასობრივი იმუნიზაცია. მასობრივში ვგულისხმობ მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაციას. ეს მიღწევადია თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით. საბედნიეროდ დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მილიონი დოზა, რომელიც შემოსულია სავსებით საკმარისია მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთვის. ჩვენ უახლოეს კვირებში ასევე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლას. ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. იმუნიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაცია გადაგვარჩენს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები