• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვშიშობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება“ – „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
10:41 07-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი 5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ე.წ. მინისტრის თქმით, „სამხრეთ ოსეთს“ ეშინია, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყოს.

მისივე თქმით, თბილისში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა ქართული საზოგადოების დამარცხების სიღრმე ყველაზე საშიში დაავადებით – ე.წ. „ევროპული ღირებულებებით“.

„ეს კორონავირუსზე უარესია, რადგან მისი დამანგრეველი ძალა მომავალ თაობებამდე აღწევს, ანადგურებს ტრადიციებს და კულტურას. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სულიერი გახრწნის თავიდან ასაცილებლად. ვშიშობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება“, – განაცხადა მედოევმა.

ინფორმაციისთვის, 6 ივლისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „მდუმარე აქციის“ პარალელურად ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა არაერთხელ გაარღვიეს სამართალდამცველების მიერ გაკეთებული კორდონი, ისინი „მდუმარე აქციის“ მონაწილეებთან მიახლოებას ცდილობდნენ.

ამასთან, ისინი აქციის მონაწილეების და სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ასევე, მათ მიერ იქნა გამოყენებული პიროტექნიკაც.

„მდუმარე აქციის“ მონაწილეებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს ტერიტორია. სწორედ ამის შემდეგ რადიკალებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა დაწვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved