• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიომარკერები, რომლებითაც დადგინდება, დაიცავს, თუ არა ადამიანს კოვიდვაქცინა” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
18:13 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი: 

საქართველოში გაპიარებულ ჩინურ ვაქცინებზე ინფორმაციები მწირეა, მაგრამ სხვა ვაქცინებზე უამრავი საინტერესო კვლევები ტარდება

მკვლევარებმა, რომლებიც შეიმუშავეს Oxford – AstraZeneca COVID-19 ვაქცინა, დაადგინეს ბიომარკერები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია იმის პროგნოზირება, დაიცავს თუ არა ადამიანს მისთვის გაკეთებული კოვიდ ვაქცინა.

პანდემიის დასაწყისიდანვე მკვლევარები ეძებდნენ ბიომარკერს, რომელიც მიუთითებდა COVID-19– ის იმუნურ დაცვაზე, რომელიც ცნობილია როგორც დაცვის კორელაცია/კავშირი (correlate of protection). და აი ახლახან Oxford – AstraZeneca COVID-19 ვაქცინის შემმუშავებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა მათი შესწავლის პირველი შედეგები, სადაც მითითებულია მანეიტრალები ანტისხეულების ზღურბლები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ადამიანის დაცვასთან COVID-19 გან. მეცნიერების თქმით, ასეთი სისხლის მარკერების იდენტიფიცირება გააუმჯობესებს არსებულ ვაქცინებს და დააჩქარებს ახლის წარმოებას, ძვირადღირებული მასშტაბური ეფექტურობის კვლევების საჭიროების შემცირებით.

მაგალითად, გრიპის ვაქცინების ახალი ფორმულირებები ზოგადად ფასდება იმის მიხედვით, იწვევს თუ არა ისინი საკმარისად ძლიერ ანტისხეულ რეაქციას ვირუსული პროტეინის მიმართ შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანებში, იმის ნაცვლად, რომ ჩატარდეს დიდი კვლევები, რომლებიც ინფექციის მაჩვენებლის შემცირებას ითვალისწინებს. მკვლევარები და მარეგულირებლები იმედოვნებენ, რომ იგივე გააკეთებენ COVID-19 ვაქცინებთან მიმართებაში.

დაცვის კორელატები, როგორც წესი, განისაზღვრება იმუნური რეაქციების შედარებით კვლევის იმ მონაწილეთა შორის რომლებიც ვაქცინაციის შედეგად არ დაინფიცირდნენ, მათთან ვინც მიუხედავად ვაქცინაციის მაინც დაინფიცირდა.

ამ გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ვირუსის მაბლოკირებელი ე.წ “მანეიტრალებელი” ანტისხეულები ვაქცინის წარმატების პროგნოზირების დიდი შანს იძლევა. ის ვაქცინები რომლებიც ამ ანტისხეულების მაღალ დონეს იწვევს, მაგალითად, Pfizer – BioNTech და Moderna, უფრო ეფექტურია, ვიდრე ოქსფორდ – ასტრაზენეკასა და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინები, რომლებიც წარმოქმნიან ნეიტრალიზების ანტისხეულების შედარებით დაბალ დონეს.

ოქსფორდ – ასტრაზენკას კვლევა ადასტურებს ურთიერთკავშირს ნეიტრალიზება – ანტისხეულების მაღალ დონესა და დაცვას შორის. ანალიზმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოქსფორდის ბიოსტატივისტი მერინ ვოისი, შეადარა იმუნური რეაქციები იმ 171 მოხალისეში რომელიც ვაქცინირების მიუხედავად მაინც დაინფიცირდა იმ 1404-ზე მეტი ადამიანთან ვინც მიიღო ვაქცინა და არ გამოუვლინდა სიმპტომური ინფექცია.

როგორც კვლევებმა აჩვენა მონაწილეებმა, რომლებსაც აღმოაჩნდათ უფრო მაღალი დონის ნეიტრალიზებადი ანტისხეულები – აგრეთვე “სავალდებულო” ანტისხეულები, რომლებსაც აქვთ უნარი ამოიცნონ SARS-CoV-2 სპაიკ ცილას – განავითარეს უფრო ძლიერი მაგრამ არა 100% დაცვა სიმპტომური ინფექციისგან. მკვლევარების გუნდი აფასებდა ანტისხეულების სხვადასხვა დონეს რომელიც შეესაბამება სხვადასხვა დონის ვაქცინის დაცვას COVID-19– ის საცდელ პერიოდში, 50 – დან 90% –მდე დაცვით. ოქსფორდის გუნდი ამბობს, რომ შესაძლებელი ხდება გაომითქვას ვარაუდი იმისა რომ სხვა ვაქცინები, რომლებიც ანტისხეულების ანალოგიურ რაოდენობას წარმოქმნის, სიმპტომური ინფექციიდან დაცვის იგივე ეფექტურობას აჩვენებს.

მკვლევარები ავქ აზუსტებენ რომ მნიშვნელოვანია განასხვავონ ბიომარკერები, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინების წარმატების პროგნოზირება იმ ბიომარკერებისგან რომელცი აჩვენებს ამ ვაქცინების დამცავ ეფექტურობას. გამანეიტრალებელი ანტისხეულების გარდა, რომლებიც ბლოკავს ინფექციას ლაბორატორიულ ანალიზში, ვაქცინები იწვევს ანტისხეულებს სხვა ჯგუფების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას , მათ შორის T უჯრედების, რომლებიც კლავენ ინფიცირებულ უჯრედებს და ხელს უწყობენ იმუნურ რეაქციას. შესაბამისად იმუნური პასუხისას ყველა ამ ნაწილს აქვს როლი ადამიანის დაცვაში.

საბოლოო ჯამში, ეს მარეგულირებელი ორგანოების გადასაწყვეტია, თუ როგორ გამოიყენონ COVID-19 ვაქცინების დაცვის კორელატები. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებთ უკვე გადაიდგა, მაგალითისათვის გაერთიანებული სამეფოს წამლების მარეგულირებელმა მიუთითა, რომ მას შეუძლია დაამტკიცოს ვაქცინა ინაქტივირებული SARS-CoV-2 გამოყენებით, რომელიც შეიქმნა საფრანგეთის ბიოტექნიკური კომპანიის ვალნევას მიერ, თუ იგი ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს გამოიწვევს, ვიდრე ოქსფორდ – ასტრაზენაკას ვაქცინამ გამოიწვია 4000 მონაწილის კვლევაში.

ცხადია მეცნიერები ხაზს უსვამენ რომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა COVID-19 ვაქცინებზე დაცვის კორელატების განსაზღვრისა და გამოყენებისას. თუ ბიომარკერის საფუძველზე დამტკიცებული ვაქცინები რეალურ სამყაროში ვერ აჩვენებს კარგ შედეგებს, ამან შეიძლება დაანგრიოს იმუნიზაციის მცდელობები. მაგრამ ისინი იმედოვნებენ, რომ დეველოპერებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებს მალე შეეძლებათ მიიღონ გარკვეული პასუხები ამ შეკითხვებზე .

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved