• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასიური ვაქცინაცია, თუ მასიური რეგისტრაცია? – 100 000 ჯავშანი და 3 656 აცრა

ალია ავტორი - ალია
16:03 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია დაიწყო, როგორც გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა.

“ალია” ცდილობს გაარკვიოს, რას ნიშნავს მასიური ვაქცინაცია?

როგორ განმარტავდა ამას პრემიერი ღარიბაშვილი, 2 ივლისს?

ირაკლი ღარიბაშვილი:

“ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ.”

2 ივნისი, თამარ გაბუნია:

“მასიური ვაქცინაცია ზაფხულის ბოლოდან არის დაგეგმილი. ქვეყანაში ვაქცინირებულთა 60 %-ს რომ მივაღწიოთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში დაახლოებით 15-17 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.  ვინც იკეთებენ ვაქცინას, დაახლოებით პირველი აცრის შემდეგ 60-70 %-ით არიან დაცული ინფიცირებისგან და უფრო მეტად მძიმე ფორმებისგან.”

30 მარტი, ამირან გამყრელიძე:

“ივლისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, მასობრივი აცრების ცენტრები გაიხსნება. შესაბამისი მარაგების შექმნის შემდეგ, ამ ცენტრების გამტარუნარიანობა დღეში 3000-4000 აცრა იქნება.”

ახლა კი, “ალია” გაჩვენებთ ციფრებს:

5 ივლისი, ოფიციალური მონაცემი:

სულ ჩატარებული აცრები : 269,154
ერთი დოზით აცრილი : 162,115
ორი დოზით აცრილი : 107,039

6 ივლისი, ოფიციალური მონაცემი:

სულ ჩატარებული აცრები : 272,810
ერთი დოზით აცრილი : 165,433
ორი დოზით აცრილი : 107,377

სხვაობა:

3 656 აცრა

თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ 20 000 ჯავშანი იყო, დღეს კი განაცხადა, რომ 100 000 ჯავშანია უკვე, თუმცა, დაპირებული 15 და 20 ათასის ნაცვლად, აიცრა მაინც იმდენივე, რამდენიც იცრებოდა მასიური ვაქცინაციამდე, 3-4 ათასი.

რა ხდება? მასიური ვაქცინაცია დაიწყო, თუ მასიური რეგისტრაცია?

რატომ?, როგორ ვაპირებთ ამ ტემპით წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას? თუ არ ვაპირებთ?

როგორც ბატონი ამირანი იტყოდა, კიდევ ერთი-ორი კვირა უნდა დაველოდოთ?

24 ივნისი, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

“შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს იცავს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან და, როდესაც ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამდენად, ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი”

თუ მასალაში გამოყენებული, რომელიმე ოფიციალური მონაცემი არასწორადაა მოყვანილი, თუ მასიური ვაქცინაცია “სხვა ორშაბათიდანაა” დაანონსებული და რამე “შეგვეშალა”, “ალია” სიამოვნებით მოუსმენს ჯანდაცვის სამინისტროს, ან პრემიერის სამსახურს.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ამირან გამყრელიძეთამარ გაბუნიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved