• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ ვართ ჯოგი – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
11:57 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ არავინ ვართ, ვართ ჩვეულებრივი ჯოგი, რომელიც ქუჩაში დარბის და თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ალადაშვილის კლინიკაში აქციაზე დაშავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

„გუშინ იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მასობრივი ძალადობის აქტი. სინქრონში იყო მათი განცხადებები ძალადობის გააქტიურებასთან, როგორც კი განცხადებას აკეთებდა ხელისუფლების წარმომადგენელი როგორც პრემიერი, ასევე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე მყისიერად აქტიურდებოდა მოძალადეთა ჯგუფი. მე მოვინახულე ტურისტი პოლონეთიდან და ჟურნალისტები, რომლებიც აქ არიან. ტურისტმა მკითხა, რას მერჩოდა, რატომ დამესხა თავსო და რა მეპასუხა არ ვიცოდი. იმედი მაქვს, ყველა მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ თუ ეს არ შევაფასეთ, თუ ხმამაღლა არ დავუპირისპირდით ამ ძალადობას, თუ ხმა არ ამოვიღეთ – აი ასე გაგვსრესენ ყველას და დანებით დაგვჭრიან. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს ენით აუწერელი პოლიტიკური ძალადობაა და რა დავარქვა არც ვიცი, ამაზრზენი ქმედება და რაც ყველაზე ცუდია, ეს ხდება ქრისტეს სახელით. ქრისტიანობა გვასწავლის სიყვარულს, თანადგომას, მიტევებას და არა თავ-პირის მტვრევას, ქუჩაში დანების რტყმევას, ძალმომრეობას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ქალებზე, კაცებზე, ტურისტებზე თავდასხმას და ა.შ. – ამას ქრისტიანული სარწმუნოება არ გვასწავლის. მე ნამდვილად ქრისტიანი ვარ და ყოველთვის დავიცავ ჩემს რწმენას, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და რომელიც უნდა გვქონდეს ყველა ქრისტიან ადამიანს.

ეს იყო კარგად დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ კონკრეტული დავალებები გაუნაწილეს კონკრეტულ პირებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს მედია საშუალებებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს დემონსტრანტებს, ვინ უნდა შევარდნილიყო ოფისებში – ეს იყო ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია. შეეცდებიან რამდენიმე ადამიანზე გადატეხონ ეს პროცესი, რომ თუ ბევრი დაიჭირეს, მერე ისინი ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ დავალება მიიღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან – აი ამასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ რუკები იყო დახაზული სად უნდა მისულიყვნენ და ვისთან უნდა მისულიყვნენ. დავალება იყო გაცემული, რომ აგრესიულები უნდა ყოფილიყვნენ ოპოზიციურ მედიასთან მიმართებაში, ამიტომ მონაწილეები არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები და თავისი თავი უნდა დაიპატიმრონ. მთავარი დამნაშავე დავალების გამცემია. რა ევროპა, რის ნატო-ში გაწევრიანება, თავი მოვიჭერით. ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ ვართ არავინ, ვართ ჩვეულებრივი ჯოგი, რომელიც ქუჩაში დარბის და თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს. ასე ჯოგად ჩვენ არავინ არ მიგვიღებს, თუმცა ჩვენ არ ვართ ჯოგი, ჯოგი ის არის ვინც ეს დავალებები გასცა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved