• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწოდება

ალია ავტორი - ალია
10:07 07-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მისი პროფესურა, ექიმები,  სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები  პანდემიის დაწყებისთანავე  ჩაერთნენ COVID–19-ის საწინააღმდეგო ბრძოლაში.  მათი  თავდადებული შრომა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად  მართლაც რომ პროფესიული  გმირობაა. თსსუ-ში აკადემიური პროცესი ახლაც,  მიმდინარე სემესტრში, უმთავრესად, არა დისტანციურად, არამედ ფიზიკური დასწრებით ხორციელდება.

ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ბრძოლის მორიგი და  მნიშვნელოვანი ეტაპი – მასობრივი ვაქცინაცია. ამ ბრძოლაში ერთიანობა და გამარჯვება გადამწყვეტია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხო მომავლისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის და სტუდენტების 40%-ზე მეტი  უკვე  ვაქცინირებულია; მოვუწოდებთ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და   2021 წლის  ივლისსა  და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ  ვაქცინაციის კამპანიაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  2021/22  სასწავლო წელი  13  სექტემბერს იწყება. საუნივერსიტეტო ოჯახის თითოეული წევრი გრძნობს პასუხისმგებლობას კოლეგებისა და სტუდენტებისათვის უსაფრთხო  სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით; უნივერსიტეტის  მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება  საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა  თუ ლაბორატორიებში მხოლოდ  ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში). ეს  არის ერთადერთი  საშუალება უსაფრთხო  სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისათვის,  საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.

უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved