• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვლოცულობთ დაშავებული ჟურნალისტებისთვის… ვაფრთხილებდით ელჩებს… – საპატრიარქოს განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:11 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საქართველოს საპატრიარქო ფოტოებს და განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 05.07.2021

რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარ  მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადევლბა გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულ  საელჩოთა დიდი ნაწილის მიერ, რომელშიც ისინი გმობენ ძალადობას და ჩვენგანაც ითხოვენ რეაგირებას.

          საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ  ადამიანები, ყველაზე მეტად კი,- ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან.

          მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც  გავავრცელეთ  და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც   სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ.

            არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც  მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო  ქმედებებს.  

            თუმცა გვინდა ვთქვათ შემდეგიც:  5 ივლისს დაგეგმილი  ‘’პრაიდი’’იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას.

            ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ  აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება.

            სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:

,,1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად… 

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად… “

ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში,  უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც,  ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე , რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები.

            ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო; გადაიტანა სამოქალაქო ომი, უკიდურესი გაჭირვება, პოლიტიკური დაპირისპირებები…, მაგრამ ვერ შეეგუება ზნეობრივ გადაგვარებას.

            დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ  შეესაბამება.  ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა.

            ამ გზას, უფლის შეწევნით, არ ვუღალატებთ და იმედი გვაქვს, რომ  საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას.  

           ჩვენთან არს ღმერთი!

თეგები: საპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved