რომის პაპმა ფრანცისკემ ნაწლავის დაავადებასთან დაკავშირებული გეგმიური ოპერაცია კარგად გადაიტანა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.
ბრუნიმ განმარტა, რომ რომის პაპი გემელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის “სიმპტომატური დივერტიკული სტენოზის” სამკურნალოდ იმყოფებოდა.
ბრუნის თქმით, რომის პაპის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ცნობით, ის ჰოსპიტალში, სულ მცირე, 5 დღის განმავლობაში დარჩება.
კომენტარები