3 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პლასტმასის ჭურჭლის მოხმარებას კრძალავს.
ევროპის გარემოს დაცვის კომისარმა ვირგინიუს სინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ კანონი კრძალავს პლასტმასის ერთჯერადი დანების, ჩანგლების, ჭიქების, თეფშების, საწრუპი ჩხირებისა და პენოპლასტის კონტეინერების წარმოებასა და გაყიდვას.
შესაბამისი კანონი ევროპარლამენტმა 2019 წელს მიიღო, თუმცა ძალაში გუშინ შევიდა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებიდან ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი უკვე გამქრალია.














კომენტარები