• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შედარება ყოველგვარ ზღვარს ცდება და სრულიად ერის შეურაცხყოფაა!” – თამარ ჟამურაშვილი თენგიზ ცერცვაძეს

ალია ავტორი - ალია
15:57 07-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება “ფაიზერსა” და ‘მერსედესის” შედარებაზე.

“მართლაც დიდხანს ვიფიქრე რა ფრაზებით გადმომეცა ჩემი აზრი არაკოლეგიალური რომ არ ყოფილიყო და არც ასაკის პატივისცემა დაკარგულიყო, მაგრამ ეს შედარება ყოველგვარ ზღვარს ცდება და სრულიად ერის შეურაცხყოფაა!

არყოლის საკითხის ვაქცინასთან შედარება ექიმის მხრიდან ძალიან უხერხულია და პანდემიის მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან უბრალოდ … (თქვენთვის მომინდია). მანქანის გარეშე არავინ კვდება და არც ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება ვინმეს. გერმანიაში, ფინანსური საშუალების მიუხედავად, გერმანელების უმრავლესოაბას არ ჰყავს ბოლო გამოშვების მანქანები. პრაგმატული მიდგომაა, განხორციელებულმა ხალხმა ისედაც იცის რას წარმოადგენს და სტატუსის სიმბოლოდ მანქანას არ საჭიროებს. პირიქით, ცუდ ტონად ითვლება. სამაგიეროდ აქვთ ხარისხიანი ვაქცინები. სწორედ აქ ჩანს ისევ და ისევ სწორად დასმული პრიორიტეტები ‼

ჩვენ ვსაუბრობთ არა პაციენტებზე, რომელთაც უკურნებელი სენი აქვთ და ვერ გადაარჩენ, არამედ სრულიად ჯანმრთელი კონტიგენტის პრევენციაზე, ვისაც შეიძლება ავარიდოთ საბედისწერო დაავადება. მივხვდით უკვე, რომ ბევრად უკეთესი ზამთარი არ გველოდება, ბრიტანეთში მესამე დოზის გაკეთებაზე დაიწყო დისკუსია და ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციის კამპანია წამოვიწყოთ (დიახ, ჯერ კიდევ დაწყების პრობლემაა ამდენი თვის შემდეგ‼), ხალხს ავუხსნათ რატომ უნდა აიცრან ჩინურით და რომ თვეები ლოდინის დრო არ გვაქვს‼ გულახდილად ვაღიაროთ, რატომ ვერ მოხერხდა საუკეთესო ვაქცინის შემოტანა და არამც და არამც არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ფაიზერის ფასს ვერ გაწვდა, ჩინურები ბევრად ნაკლები არ ღირს ნამდვილად, ვაგრძელებთ თვალებში ნაცარის შეყრას და ამპარტავანს ვუწოდებთ ერს, იმის გამო რომ ხარისხიან ვაქცინას ითხოვს.

როდიდან გახდა ხარისხიანი ვაქცინის ან წამლის სურვილი ამბიცია და ამპარტავნობა? დიახ, მე მინდა და ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ხარისხიანი ვაქცინის არსებობა ქვეყანაში, მაგრამ ვიცი რა, რომ დროულად ვერ შემოიტანთ, ჩემი საკუთარი ძმა სინოფარმით არის აცრილი. ეს ფაქტი მაშინებს და გულს მიკლავს, საკუთარ დოზა ფაიზერს მივცემდი, რომ შემძლებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი დღევანდელ დღეს უბრალოდ არ გვქონდა და სწორედ ეს უნდა ავუხსნათ ხალხს და არა ამპარტავანი ვეძახოთ და ქედმაღურად დავცინოთ”, – წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved