• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხოლოდ „ფაიზერი“ რომ უნდათ, ეს მაგონებს, მოქალაქეები გამოვიდნენ და თქვან, თითო ბოლო გამოშვება „მერსედესი“ გვინდაო

ალია ავტორი - ალია
02:39 07-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. ცერცვაძის თქმით, ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო.

„უცხოეთში – წარმატებულ ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკაში პოპულარულია ასეთი გამოთქმა – ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო. ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს თუ გვექნება არჩევანის საშუალება თქვათ, იგივე ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ყველა ტიპის ვაქცინას გამოუჩნდება მსურველი.

„ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ის საკმარისად ეფექტურია, იცავს მძიმე და სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში, როცა წლები გავა და ვაქცინები შეფასდება, ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი, რომელი ვაქცინა იქნება უფრო ეფექტური. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა „ფეისბუქზე“ ადამიანები, რომლებსაც ხელი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ პანდემიას; ხელი არ შეუშველებიათ ჯანდაცვისთვის ან ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ ეს ვაქცინები მიგვეღო, გამოდიან და უაპელაციოდ აცხადებენ, მე ავიცრი მხოლოდ „ფაიზერით“, სხვა ვაქცინა არ მინდაო.

მე აუცილებლად „ფაიზერი“ მინდა – ეს მაგონებს, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად „მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველას უნდა „მერსედესის“ ბოლო გამოშვება, ყველას ურჩევნია, მაგრამ თვით გერმანიაშიც, სადაც „მერსედესის“ ქარხანაა და რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა ევროპაში, ვერ აძლევს ყველა თავს უფლებას, „მერსედესის“ ბოლო მარკის მანქანით იაროს. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელიც ასევე საკმარისად უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის დაცვას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved