“მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება”, – ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალშემ თბილისის მერ კახი კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, პრაიდის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა შეძლოს.
ამსტერდამის მერი წერს, რომ ნიდერლანდებში პრაიდი პოზიტიური ცვლილებების საწყისი გახდა და საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმართ მიმღებლობა გაიზარდა.
“ამსტერდამში პრაიდი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც წლების განმავლობაში LGBT-თემის საზოგადოებაში წარმოჩენას უწყობდა ხელს. ამან კი გაზარდა LGBT ხალხის პოზიციების მიღება და საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების მუხტი შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ დაგეგმილი პრაიდი და 5 ივლისის მარში თქვენს საზოგადოებაშიც დადებითი ცვლილებების საწყისი იქნება. ცვილების, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენ და თბილისის მოქალაქეები მიიღებთ”, – ნათქვამია ამსტერდამის მერის წერილში.
კომენტარები