• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს აწუხებთ არა ის, რომ “სახლში რასაც უნდათ ვერ აკეთებენ”, არამედ ის, რომ გარეთ უყურებენ ალმაცერად – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
19:12 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

სხვადასხვანაირობაზე სხვადასხვანაირად ვბაასობთ ყველა, ხოდა ახლა მე ჩემებურად მოგიყვებით ამ ამბავს, – განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს აწუხებთ არა ის, რომ “სახლში რასაც უნდათ ვერ აკეთებენ”, არამედ ის, რომ გარეთ უყურებენ ალმაცერად თავიანთი იმ თავისებურების გამო, რასაც ნამდვილად მხოლოდ სახლში აკეთებენ და არა საჯაროდ, ისევე, როგორც ყველა.

აწუხებთ ის, რომ საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკი ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ ეკრძალებათ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის პრობლემა არის უგულებელყოფილი და ხმა ჩახშობილი.

აწუხებთ ის, რომ მშობლები და უახლოესი ადამიანები ირცხვენენ და უარყოფენ მათ, იმის შიშით, “რას იტყვის ხალხი”, ისე როგორც უამრავ ჩვენგანს უარი გვითქვამს ჩვენს ნამდვილ თავზე და სურვილებზე და ვერ ვიაზრებთ, რომ თავად ვქმნით შეუბრალებელ გარემოს, სადაც შემდეგ ყველა ერთად ვწუხვართ საკუთარი თავის დაკარგვას.

განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის ისეთივე კარგი ადამიანი, როგორც ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის კარგი ადამიანი. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს საზოგადოებისთვის უამრავი ბედნიერი წუთი აქვთ ნაჩუქარი, დაშავებული კი ბევრად ნაკლები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ორიენტაციისას. ორიენტაცია არჩევანი არ არის და არც ცხოვრების წესი. ბიოლოგიური თეორიების მიხედვით თანდაყოლოლო თავისებურებაა, რომლის შეცვლაც ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის.

ხოდა ახლა მე რომ ქალს მიმათხოვოთ, თუ კარგი მზარეულია და ხურციძესავით ფუმფულაცაა, შეიძლება მშვენივრადაც მოვეწყო და უფრო მშვიდადაც ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ საკითხის იდეალური გადაწყვეტა რომ ვერ იქნება, ხომ ხვდება ამას ყოველი კომბლიანი? ხოდა ვაცადოთ ერთმანეთს ღელვა ჩემობატონო.. სიყვარული სიმშვიდისთვის კი არა, ვნებათაღელვისთვის გვინდა, პეპლებისთვის და ჟრუანტელებისთვის, დამირეკა-არ დამირეკასთვის, ვეჭვიანობ-არ ვეჭვიანობ, აუ რა მაგარი დღეა, – ფუ რა საძაგელი დღეა, ეგ დამპალი-ეგ ბრილიანტი, მოვკლავ! მოვკვდები!.. ვიღელვოთ ყველამ ჩვენებურად, სანამ ირხევა სულში რამე, გვიყვარდეს ოღონდ, ხომ ჯობს გვიყვარდეს, ვიდრე არ გვიყვარდეს? ჩვენც გვიყვარდეს, სხვასაც უყვარდეს. ერთი ცალი და ძალიან მოკლე სიცოცხლე გვაქვს და თუ სხვებს უნდა ვდიოთ, ბარემ ჩვენს სიყვარულს ვდიოთ, ბევრად მეტი სიხარული მოაქვს იმას, რაც ჩვენში ხდება და თუ ჩვენში არაფერი ხდება, მერწმუნეთ, არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით. ხოდა ვიზეიმოთ სხვადასხვანაირობა. რომ გვკითხოს ვინმემ, ჩიპი იმიტომ არ გვინდა, ერთნაირები გავხდებითო, ხოდა რა გვინდა ჩამოვყალიბდეთ. სადაც ერთნაირობაა, ამბები აღარ ხდება, სხვადასხვა არომატები, ფერები, გემოები, ფორმები, ფაქტურები ქმნის ამბებს. ხოდა მივიღოთ სიცოცხლე ისეთი, როგორიც ის არის, დაგვხვდა და არაფერი უკითხავს ჩვენთვის.

ციკლიდან: არ დავიჩიპებით

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved